მამაკაცმა ტყის ხანძრის დროს ფოცხვერის ნაშიერი და ნუკრი გადაარჩინა...შეიძლება თუ არა ველური ბუნების კანონებში ადამიანის ჩარევა?
ჯორჯმა, რომელიც ერთ დროს მაშველად მუშაობდა, იცოდა, რომ მის სიახლოვეს გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად ბევრი გარეული ცხოველი დაიღუპებოდა.


იგი ყოველდღე დადიოდა იმ ცოცხალი არსებების მოსაძებნად, რომლებსაც შველა სჭირდებოდათ. ერთ დღეს სახლში ფოცხვერის ნაშიერთან და შვლის ნუკრთან ერთად დაბრუნდა. გარეული ცხოველები ხანძარს დამოუკიდებლად თავს ვერ გაართმევდნენ. სწორედ ამიტომ ჯორჯმა მათი შეფარება გადაწყვიტა.

ამ სიტუაციაში მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს...

პირველი: ველური ბუნება უნდა დარჩეს ადამიანის ჩარევის გარეშე, რათა კანონზომიერება არ დაირღვეს.

მეორე: ადამიანები უნდა დაეხმარონ იმ გარეულ ცხოველებს, რომლებსაც შველა სჭირდებათ.

ჯორჯმა
საკუთარი არჩევანი გააკეთა. მამაკაცი დარწმუნებული იყო, რომ მისი დახმარების გარეშე პატარა არსებები ვერ გადარჩებოდნენ. ამიტომ,
ისინი სახლში დატოვა.

Zooclub

ფოცხვერთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, მაგრამ სულ მალე ოჯახის წევრები მიხვდნენ, რომ მტაცებელი მათ არაფერს დაუშავებდა. ის უბრალოდ უსაზღვროდ მადლიერია გადარჩენისთვის.

Zooclub

გარეული ცხოველები ერთად გაიზარდნენ. ჯორჯის ოჯახი დღითიდღე რწმუნდებოდა, რომ მათი ბუნებაში გაშვება მარტივი არ იქნებოდა.

მათ ფოცხვერს ბენჯი დაარქვეს.

შვლის ნუკრი და ბენჯი მალევე დამეგობრდნენ.

Zooclub

ტყის ცხოველებმა საერთო ენა გამონახეს სახლში მცხოვრებ ორ ძაღლთანაც.

ჯორჯმა პატარა არსებები გადაარჩინა და მოიქცა ისე, როგორც გულმა უკარნახა. მთავარია, რომ ყველა ბედნიერი და ჯანმრთელია.

Zooclub

ზრდასრული ფოცხვერი და შველი დღემდე მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში ცხოვრობენ. ჯორჯის თქმით, ის არასოდეს დააკავებს მათ, თუმცა, ცხოველები ტყეში დაბრუნებას არ ჩქარობენ.

ასევე იხილეთ:

მამაკაცი ტალახში გადაეშვა, რათა უმწეო არსება გადაერჩინა

ჭექა-ქუხილის დაწყებამდე 3 შვლის ნუკრი ტყის სიახლოვეს მდებარე სახლში შევარდა და სასტუმრო ოთახში მოკალათდა

დათვის ბელი დედას ჩამორჩა და წყალში იხრჩობოდა... მეთევზეები მის გადასარჩენად ტბაში შევიდნენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?