ჭექა-ქუხილის დაწყებამდე 3 შვლის ნუკრი ტყის სიახლოვეს მდებარე სახლში შევარდა და სასტუმრო ოთახში მოკალათდა
ჭექა-ქუხილის დაწყებამდე 3 შვლის ნუკრი ტყის სიახლოვეს მდებარე სახლში შევარდა და სასტუმრო ოთახში მოკალათდა
ცნობილია, რომ ცხოველის არაერთი სახეობა საუკეთესო სინოპტიკოსია. მათ მეტეოროლოგებზე უკეთ შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ ამინდის პროგნოზი. სწორედ 3 ასეთი "სინოპტიკოსი" აღმოაჩინა ქალმა საკუთარი სახლის სასტუმრო ოთახში იმ დროს, როცა შემთხვევით კარი ღია დარჩა.


მან ბაღში საქმიანობა მიატოვა და სტუმრებთან "სელფის" გადაღება დაიწყო.

Zooclub

სანამ ჭექა-ქუხილი დაიწყებოდა, დიასახლისი ეზოს მოსაწესრიგებლად სახლიდან გავიდა. ამასთანავე, ის ეძებდა შვლის ნუკრებს, რომლებიც მას ტყიდან საკვებისთვის ხშირად აკითხავდნენ, თუმცა, სახლში დაბრუნებული ქალი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როდესაც ტყის ბინადრები მის სასტუმრო ოთახში მოკალათებულნი აღმოაჩინა.

Zooclub

ცხოველები მართლაც, რომ გრძნობენ ამინდის ცვალებადობას: მათ
შეუძლიათ იგრძნონ ატმოსფერული წნევის, ბუნებრივი სინათლის ცვლილება, ტენიანობა და მრავალი სხვა.

Zooclub

ცხოველებს შორის საუკეთესო "მეტეოროლოგები"
არიან ცხენები, ფრინველები და ძაღლები.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე  "ბემბი" ჯერ კიდევ პატარაა,  ისინი მაინც მიხვდნენ, თუ სად იქნებოდნენ ყველაზე უსაფრთხოდ ამინდის გაუარესების დროს.

Zooclub

"ისინი ღამე სახლში დავტოვე. მათი გაშვება საშინელ ამინდში  არაადამიანური საქციელია", - ამბობს მასპინძელი.

შვლის ნუკრები ქალს მადლობას სახეზე ამბორით უხდიან

Zooclub

"როგორ შეიძლება გააგდო ასეთი საყვარელი არსება?"- წერს ცხოველების მასპინძელი სოციალურ ქსელში.

Zooclub

ასევე იხილეთ:

გაუსაძლისი სიცხის გამო, კოალა ტყიდან გავიდა და ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა

კენგურუმ თავის გადამრჩენელთან შვილი მიიყვანა და გასაზრდელად დაუტოვა

მადლიერი კენგურუ თავის გადამრჩენელთან ჩასახუტებლად ყოველდღე ბრუნდება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?