მამაკაცი ტალახში გადაეშვა, რათა უმწეო არსება გადაერჩინა
მამაკაცი ტალახში გადაეშვა, რათა უმწეო არსება გადაერჩინა
ფოტოგრაფები, რომლებიც  ველურ ბუნებას აღბეჭდავენ, მიუხედავად ამინდისა, საშიშ ადგილებში გაბედულად მიდიან, რათა საოცარი კადრები ფოტოებზე გადაიტანონ. გარდა ამისა, ისინი ცხოველების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ. 

ამასთანავე, აღსანიშნავია, პოლონელი ფოტოგრაფის, კზუსტოფ კომიზის გმირული საქციელი. მან გარეული ფრინველი სიკვდილისგან იხსნა, ხოლო ამის ამსახველი კადრები "დრონით" გადაიღო.

კომიზი და მისი მეგობრები პოლონეთის ჩრდილოეთ-დასავლეთით იმყოფებოდნენ, როდესაც დაინახეს, თუ როგორ ებრძოდა სიკვდილს ზეთოვან ტალახში ჩავარდნილი უზარმაზარი ფრინველი. მას გაფრენა არ შეეძლო და ძალაგამოცლილი ფართხალებდა.

Zooclub

კომიზი მიხვდა, რომ ფრინველი კვდებოდა და დაუყოვნებლივ სჭირდებოდა დახმარება.

Zooclub

მან წელზე თოკი შემოიხვია და
მეგობრების დახმარებით ტალახში შევიდა. ფოტოგრაფმა ფრინველი სამშვიდობოს გამოიყვანა.

Zooclub

მეგობრებმა დასუსტებული არსება ცხოველთა გადარჩენის ცენტრში გადაიყვანეს.

Zooclub
Zooclub

აღმოჩნდა,
რომ კომიზიმ გადაარჩინა ფსოვი ანუ თეთრკუდა არწივი, რომელიც დაახლოებით 6 თვის იქნებოდა.

Zooclub
Zooclub

მას იკაროსი დაარქვეს.

Zooclub

ფოტოგრაფისა და მისი მეგობრების თავდაუზოგავი საქციელის შედეგად იკაროსი კვლავ შეძლებს ცაში ფრენას.

ასევე იხილეთ:

ადამიანი, რომელსაც ბუნებაში განტვირთვა სურდა, საოცარი ფაქტის მონაწილე გახდა

ეს ნუკრი სიკვდილის პირას იყო ჰიპოთერმიისგან, თუმცა, შემდეგ გამოჩნდა გმირი...

მთამსვლელმა 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე გერმანული ნაგაზი იპოვა





!!
გენაცვალეთ თქვენ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?