დათვის ბელი დედას ჩამორჩა და წყალში იხრჩობოდა... მეთევზეები მის გადასარჩენად ტბაში შევიდნენ
დათვის ბელი დედას ჩამორჩა და წყალში იხრჩობოდა... მეთევზეები მის გადასარჩენად ტბაში შევიდნენ
რამდენიმე ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ "dailymail"-მა საკუთარ პორტალზე გამოაქვეყნა ემოციური ისტორია, სასიამოვნო დასასრულით. ვიგოზერის ტბაზე (რუსეთი) მეთევზეები თავის საქმიანობას ასრულებდნენ, როდესაც ერთმა მათგანმა ტბაში მოცურავე დათვი ბელთან ერთად შეამჩნია. მამაკაცმა მოშორებით კიდევ ერთი ბელი დაინახა. ის დედას ჩამორჩა და იხრჩობოდა. 

მეთევზეებს დრო არ დაუკარგავთ. ისინი თევზსაჭერი ნავით პატარა მტაცებელს მიუახლოვდნენ.

ბელს მათი დანახვა არ შეშინებია. ის მიხვდა, რომ ადამიანები საშველად მივიდნენ. ცხოველი კიდეს ჩაეჭიდა და ნავში ასვლას ცდილობდა, თუმცა, მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

Zooclub

მამაკაცმა ის თევზსაჭერი ბადით ამოიყვანა.

Zooclub

სანამ მეთევზეები ბელს
ნაპირთან გაიყვანდნენ, მთელი გზა მშვიდად იქცეოდა. ის დიდი შავი თვალებით საკუთარ გადამრჩენელებს აკვირდებოდა.

Zooclub

მეთევზეებმა ის ნაპირზე
გამოიყვანეს - იქ, სადაც დედა დათვი გადარჩენილ შვილს ელოდებოდა.

ეს კი ერთ-ერთი გმირის ფოტოა, რომელმაც პატარა მტაცებელი დახრჩობას გადაარჩინა.

Zooclub

ასევე იხილეთ:

მამაკაცმა წყალდიდობის დროს გადაარჩინა უსუსური კნუტი, რომელიც შეშინებული კედელს ეკვროდა

საშინელი წყალდიდობის დროს, მამაკაცი მზად იყო, ვერტმფრენში ძაღლისთვის საკუთარი ადგილი დაეთმო

ძაღლმა შვლის ნუკრი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?