როგორ მკურნალობენ პარალიზებულ შინაურ ცხოველებს ჩინეთში
როგორ მკურნალობენ პარალიზებულ შინაურ ცხოველებს ჩინეთში
ჩინეთში ტრადიციული მედიცინა დიდი პოპულარობით არა მარტო ადამიანებში, არამედ ძაღლებსა და კატებს შორისაც სარგებლობს. პატრონები საყვარელ შინაურ ბინადარს ნემსის ჩხვლეტით ანუ აკუპუნქტურით მკურნალობენ.

შანხაიში არის ტრადიციული მედიცინის კლინიკა, სადაც ნევრალგიური პრობლემების მქონე ცხოველები მკურნალობის კურსს გადიან.

Zooclub

აქ პატრონებს მოჰყავთ პარალიზებული შინაური ბინადრები. ითვლება, რომ ცხოველს ნემსები ეხმარება სისხლის მიმოქცევის სტიმულირებასა და ტკივილის შემსუბუქებაში.

"ჩინეთში აკუპუნქტურა  ყველაზე პოპულარული სამკურნალო პროცედურაა. მე წავიყვანე ჩემი კატა, რათა მისთვის მკურნალობის კურსი ჩამეტარებინა", - ამბობს ცხოველის ერთ-ერთი პატრონი ვან სიცზუნი.

Zooclub

კატა ვანს ოთხი პროცედურა დასჭირდა და პატრონის თქმით,
მას დღეს სიარული, თამაში და სხვა კატებთან ჩხუბიც კი შეუძლია.

Zooclub

აკუპუნქტურის კლინიკის ცენტრის ხელმძღვანელი ჯინ
რიშანი ირწმუნება, რომ სამკურნალო ცენტრის ოთხ-წლიანი მუშაობის მანძილზე პროცედურა გაიარა 2 000-ზე  მეტმა კატამ და ძაღლმა, რის შედეგადაც, კურსის შემდეგ 80 % თავს უკეთ გრძნობს.

Zooclub

ნემსის ჩხვლეტის ერთი პროცედურა გრძელდება 45 წუთის მანძილზე და ის  39 ამერიკული დოლარი ღირს.

ასევე იხილეთ:

როგორ მკურნალობენ დიდი ზომის ცხოველებს. მსგავსი არასოდეს გინახავთ
მარი
ვერ დავიჯერებ,რომ ჩინეთში კატებზე და ცხოველებზე ზრუნავდნენ!გამორიცხულია და არარეალურია!ადამიანებზე არავინ ზრუნავს და იმ დონის ჩამორჩენილი ქვეყანაა,რომ საქართველო პარიზი გონიათ!შიმშილი და გაუნათლებლობაა ყველა ქალაქში!ერთზე მეტი შვილის ყოლა ისჯება კანონით(მგონი დიდი გადასახადია) და ასეთ მოქალაქეებს სრულ უფლებას აძლევს ჩვენი მთავრობა,რომ ჩამოვიდნენ,გამრავლდნენ და აირივნონ ქართველებში!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?