როგორ მკურნალობენ დიდი ზომის ცხოველებს. მსგავსი არასოდეს გინახავთ
როგორ მკურნალობენ დიდი ზომის ცხოველებს. მსგავსი არასოდეს გინახავთ
დიდი ზომის ცხოველები ისევე, როგორც სხვა არსებები, საჭიროებენ სამედიცინო დაკვირვებას ან მკურნალობას. როგორ უმკლავდებიან ვეტერინარები ამ პრობლემას? სწორედ ამის შესახებ მოგითხრობთ სტატიაში.

ვეტერინარია მარტივი სამუშაო არ არის. ექიმები საყვარელ საქმეს დიდი მონდომებით ასრულებენ, რათა ავადმყოფ ცხოველებს დაეხმარონ.

Zooclub

სამედიცინო კლინიკა ცხენებისთვის

Zooclub

სტამბულის იპოდრომის ტერიტორიაზე არსებობს კლინიკა, სადაც მოჯირითე ცხენებს მკურნალობენ. ადგილობრივ პერსონალს შეუძლია, ძალიან სწრაფად დააყენოს ფეხზე ავადმყოფი ცხოველი. ისინი სამკურნალოდ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ.

Zooclub
Zooclub
Zooclub

ეს კლინიკა კი ნიუმარკეტშია (ინგლისი), რომელიც ევროპაში  ცხენების ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო ცენტრად ითვლება.

Zooclub

ადგილობრივი ვეტერინარების დამსახურებით, არაერთი
ცხენი გადაურჩენიათ, მათ შორის ჩემპიონებიც. კლინიკის მშენებლობისთვის დაახლოებით ათი მილიონი ფუნტ სტერლინგი დაიხარჯა.

Zooclub
Zooclub

"ნაჩუქარ ცხენს
კბილი არ გაესინჯება" - დღეს ეს გამოთქმა აქტუალური აღარ არის.

Zooclub

კოლუმბიელი სტომატოლოგი ცხენს წმენდს კბილებს. ზოგიერთი სპეციალისტი არა მარტო ადამიანის კბილებს მკურნალობს, არამედ ზრუნავს ცხოველის პირის ღრუზეც. ჩვეულებრივ, მორბენალი ცხენი სამედიცინო შემოწმებას გადის თვეში ორჯერ. კბილის წმენდის პროცედურა დაახლოებით 170 $ ღირს.

კლინიკა სპილოებისთვის

Zooclub

ეს ტაილანდია, სადაც სპილოების კლინიკა მდებარეობს. იგი 1993 წელს გაიხსნა და მედპერსონალმა დღემდე 400-ზე მეტი სპილო გადაარჩინა.

Zooclub

სპილოების კლინიკის შექმნის ინიციატორი სორადია სალვანაა. პატარაობაში გოგონა შემთხვევით შეხვდა პატარა  სპილოს, რომელსაც მანქანამ დაარტყა. სორადინმა  მამას სთხოვა, საცოდავი ცხოველი კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა, დიდი ცხოველების კლინიკა, იმ დროს, არ არსებობდა.

Zooclub

კლინიკაში სპილოებს აქვთ პერსონალური სამედიცინო ანკეტა.

Zooclub

დააკვირდით ამ სპილოს, მას მეორე სიცოცხლე აჩუქეს.

Zooclub
Zooclub

ჩიტვანის (ნეპალი) ნაციონალურ პარკში სპილოებს უკეთებენ "პედიკიურს". უდავოა, ეს არ ხდება სილამაზისთვის. სპეციალისტები ცხოველის ფეხის ძირებს წმენდენ, სადაც გროვდება პარაზიტები.

Zooclub

კლინიკა ზოოპარკში- Point Defiance (აშშ)

თქვენს წინაშეა დათვი ბორისი, რომელსაც რთული ცხოვრება ჰქონდა.

Zooclub

ის როსტოკის (გერმანია) ზოოპარკში დაიბადა, თუმცა, საბოლოოდ, მექსიკის ცირკში აღმოჩნდა, სადაც საშინელ პირობებში ჰყავდათ. 2002 წელს, ცხოველთა უფლებების ორგანიზაციამ ბორისი ცირკიდან დაიხსნა. მას შემდეგ ის აშშ-ს ზოოპარკში ცხოვრობს, სადაც მისთვის შექმნეს კომფორტი - "არქტიკული ტუნდრა".

Zooclub
Zooclub

ამ ფოტოებზე ასახულია დათვის გეგმიური სამედიცინო შემოწმება, რომლიც ცხოველს წელიწადში ორჯერ უტარდება.

მასაჟი "ცხოველთა მეფისთვის"

Zooclub

დააკვირდით ამ უშიშარ ადამიანს. ფოტოზე აღბეჭდილია ალექს ლარენტი, ლომების პარკის მეთვალყურე იოჰანესბურგში.

Zooclub

მამაკაცი, არა მარტო უშიშრად უახლოვდება მტაცებელს, არამედ ცხოველს თათების  მასაჟსაც უკეთებს. ამ პროცედურით ლომი სრულ ნეტარებაშია და დიდ კატას ემსგავსება.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ქირურგები რეპტილიას 3 საათი უკეთებდნენ ოპერაციას - ისინი ცდილობდნენ მისი ბაკანის აწყობას

სტაჟიორმა ვეტერინარმა ძაღლი ევთანაზიიდან ერთი წუთით ადრე გადაარჩინა

როგორ უნდა გახსნათ უსახლკარო ცხოველების თავშესაფარი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?