კამბოჯელმა ფერმერმა "ღორი-მუტანტი" ფოტოების გამოქვეყნებით ადამიანების აღშფოთება გამოიწვია
კამბოჯელმა ფერმერმა  "ღორი-მუტანტი" ფოტოების გამოქვეყნებით ადამიანების აღშფოთება გამოიწვია
ღორები, რომლებიც ნავარჯიშებ ვარდისფერ ჰალკს გვანან, კამბოჯის ერთ-ერთი პროვინციის ფერმაში ბინადრობენ. კომპანიას აქვს Facebook-ის  საკუთარ გვერდიც, სადაც ამ ცხოველების ფოტოებს ხშირად ათავსებენ. ეს არსებები არ გვანან იმ ღორებს, რომლებიც ჩვეულებრივ ფერმებში გვინახავს. სწორედ ამიტომ, ფერმერს სისასტიკეში ადანაშაულებენ.

ერთნი ამბობენ, რომ კომპანია "Duroc Cambodia"-ი  ძალიან დიდი რაოდენობით ჰორმონს იყენებს და მასში სტეროიდებს ურევს, რათა ღორები დაკუნთულ მონსტრებად აქციოს. სხვები ირწმუნებიან, რომ კომპანია მეცხოველეობის გარდა დაკავებულია ადამიანებისთვის ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო საშუალებების რეალიზაციით, ამიტომაც ცხოველების გენმოდიფიცირება უფრო სარწმუნოა...


Zooclub


ღორის ახალი ჯიშის ფოტო-ვიდეო მასალა კომპანიის გვერდზე გასული
წლის დეკემბრიდან გამოჩნდა. ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ როგორ უჭირს ცხოველს გადაადგილება. მეტიც, ზრდასთან ერთად თავის
დაჭერაც რთულდება. გარდა ამისა, ღორი-მუტანტის შინაგანი ორგანოებიც ანომალიურად გამოიყურება.


Zooclub

"ღორები გამოიყურებიან ისე, თითქოს მთელ დღეს სპორტდარბაზში ატარებენ", - ამბობს სტატიის ავტორი.

Zooclub

როდესაც ფერმის ცხოველების ფოტო-ვიდეო მასალა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, კომპანიის მისამართით არაერთი ბრალდება გაისმა, მათ შორის:

"ეს საშინელებაა!" 

"ამის ხილვის შემდეგ გული დამძიმებული მაქვს. დავიჯერო, ადამიანებისთვის სულერთია, თუ როგორ სასტიკად ექცევიან ცხოველებს?!"

"ამ საცოდავ გოჭებს თავის დაჭერა და მოძრაობაც კი უჭირთ. ეს ამაზრზენია!"

როდესაც ახალი ვიდეო ან ფოტო ჩნდება, არაერთი მსგავსი კომენტარი იწერება კომპანიის Facebook-ის გვერდზე.

ასევე იხილეთ:

აილანდში ტურისტებს "მშიერი ნიანგების" ატრაქციონზე სტუმრობას სთავაზობენ


ადამიანები მხოლოდ რამდენიმე დღე იწონებენ თავს ამ ნივთით, თუმცა, შემდეგ ცხოველი კვდება

ძროხა მუცელზე ხვრელით. რისთვის აკეთებენ ფერმერები ამას?
nnn
მემგონი ადამიანები უფრო დაემსგავსნენ ღორებს
დარვინი
ზოგი აბანოდან გამოსულ გუბაზა სანიკიძეს მაგონებს, ზოგიც დავით საგანელიძეს!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?