ძროხა მუცელზე ხვრელით. რისთვის აკეთებენ ფერმერები ამას?
ძროხა მუცელზე ხვრელით. რისთვის აკეთებენ ფერმერები ამას?
შვეიცარიელი ფერმერები თავიანთ ძროხებს ფერდის არეში ხვრელს ხშირად უკეთებენ. რა სარგებელი მოაქვს ამას და რისთვის არის საჭირო? პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მას "კუჭის ფისტულას" უწოდებენ. არასასიამოვნო სანახავია, თუმცა, მსგავსი ტექნოლოგია ნამდვილად არსებობს.

ძროხის ფერდში აკეთებენ ხვრელს, სადაც ათავსებენ სპეციალურ მილს, რომელიც აღწევს კუჭამდე. ასევე, მას აქვს რეზინის სარქველი, რაც ახდენს სპეციალური თავსახურის დალუქვას. ეს ვეტერინარებსა და ფერმერებს ეხმარებათ, გააკონტროლონ ცხოველის საკვების გადამუშავების პროცესი და მისთვის შეარჩიონ სპეციალური დიეტა. გარ
და ამისა, ამ სარქველიდან მარტივად შეიძლება, ძროხის კუჭიდან მოაშორონ ზედმეტი ან უვარგისი საკვები და ცხოველი გაათავისუფლონ მუცლის შებერილობისგან.

Zooclub

ყველა ფერმერმა იცის - იმისათვის, რომ ძროხამ გამოიმუშაოს ბევრი რძე,
აუცილებელია სხვადასხვა ბაქტერია, რომლებსაც ცხოველი მცენარეული საკვების გადამუშავების დროს იღებს. ე.წ. ფისტულა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ ძროხას ამ მხრივ პრობლემა შეექმნება, ხვრელის საშუალებით ორგანიზმში შეჰყავთ მისთვის აუცილებელი საკვები ელემენტები.

Zooclub

ფისტულა ფერმერს საშუალებას აძლევს, შეაფასოს საკვები და ძროხას შეურჩიოს ოპტიმალური რაციონი. ადამიანების უმეტესობას არ მოსწონს მსგავსი დამოკიდებულება ფერმის ცხოველებისადმი და თვლიან, რომ ამ ექსპერიმენტს სარგებელი მხოლოდ მცირე წარმოებისთვის მოაქვს, თუმცა, არსებობენ ისინი, რომლებიც თვლიან, რომ ძროხისთვის ოპერაცია სასარგებლოა.

Zooclub

სპეციალისტები თვლიან, რომ მუცლის არეში გაკეთებული ხვრელი ძროხის სიცოცხლის ხანგრძლივობას ხელს უწყობს. ეს აკონტროლებს ჭარბ წონას და ფერმერს აქვს საშუალება უკეთ იზრუნოს ცხოველზე, თუმცა, თავად განსაჯეთ, რამდენად ჰუმანურია ფერმის ბინადრებისთვის მსგავსი ქმედება.


იმერელს
სასწრაფოდ შეძულებული პროდუქციის ალტერნატივა უნდა შეიყვაროთ
ფრანც
რქები სად აქვთ ამ ბოჩოლებს, ეგეც მოაჭრეს?
lana
მეზიზღება.........
54
ამით ძროხის უფლებები ხომ არ ირღვევა?
იმერელი
შემზიზღდა რძე და ყველიიი ! ! !
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?