პანტერა მირბის იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელმაც ის 2 წლის წინ გადაარჩინა (+ვიდეო)
პანტერა მირბის იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელმაც ის 2 წლის წინ  გადაარჩინა (+ვიდეო)
პანტერა საშიში მტაცებელია, რომელთან შეხვედრაც შესაძლოა, ადამიანისთვის ფატალურად დასრულდეს. ამ ვიდეოს მთავარი გმირი - პანტერა პაულა ზოოპარკში დაიბადა. პატარაობაში ის გამოძვრა საკუთარი გალიიდან და ვეფხვების სამყოფელში შეიპარა.

პაულა მტაცებლებმა დაგლიჯეს. ვეტერინარებს არ ეგონათ, რომ გადარჩებოდა, რადგან პატარა ცხოველმა არაერთი ტრავმა მიიღო.

ახალგაზრდა ვეტ-ექიმი სერენა 8 თვეზე მეტხანს მკურნალობდა პაულას, რის შედეგადაც ცხოველი  სრულიად გამოაჯანმრთელა.

სერენას ქალაქიდან წასვლა მოუხდა, ამიტომ ორი წლის მანძილზე ზოოპარკში არ დაბრუნებულა.

და აი, 2 წლის შემდეგ მას მიეცა საშუალება, თავის გადარჩენილ პანტერას შეხვედროდა.

იცნო თუ არა პაულამ
გოგონა და როგორ შეხვდა მას? იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: 

სამხედროსა და მისი დაკარგული ძაღლის ემოციური
შეხვედრა


ეს ძაღლები გადარჩენის შემდეგ დააშორეს, მაგრამ ახლა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ!

ლომს რამდენიმე წელი არ ენახა ადამიანი, რომელმაც ის გადაარჩინა... და, აი, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ
manana
მადლიერების გრძნობა ცხოველებს ჩვეჰზე მეტი აქვთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?