საფრანგეთში შავი პანტერა სახურავზე სეირნობდა, რის გამოც მეზობლები სახლებიდან ვერ გამოდიოდნენ
საფრანგეთში შავი პანტერა სახურავზე სეირნობდა, რის გამოც მეზობლები სახლებიდან ვერ გამოდიოდნენ
შავი პანტერა ბინიდან გამოიპარა და სახლების სახურავზე სეირნობდა, - წერს გამოცემა Independent-ი. 6 თვემდე ცხოველი შინაური კატასავით ბინაში ცხოვრობდა და სანამ მისი პატრონი დასასვენებლად იმყოფებოდა, მტაცებელი ღია ფანჯრიდან სასეირნოდ გამოდიოდა.

ქალაქ არმანტერის (საფრანგეთი) მცხოვრებლები სახლიდან უთვალთვალებდნენ მტაცებელს, რომელიც სახლის სახურავებზე გადაადგილდებოდა. თვითმხილველების თქმით, ის შინაური კატასავით სეირნობდა.

Zooclub

პოლიცია, სახანძრო სამსახური და ველური ბუნების დაცვის ნაციონალური მმართველობა გაერთიანდა, რათა დიდი კატა დაეჭირათ.

"ის ულამაზესია, მისი ნახვა რეალურ ცხოვრებაში ძალიან სასიამოვნოა", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

"20-წლიანი მუშაობის განმავლობაში, მსგავსი არაფერი მინახავს", - ამბობს პოლიციის
თანამშრომელი.

სეირნობის პროცესში პანტერა პერიოდულად ჩერდებოდა, რათა დაკვირვებოდა, თუ როგორ მიდის მატარებელი ან შინაური კატებისთვის
ეთვალთვალა.

Zooclub

საბოლოოდ, მტაცებელი თავის ბინაში დაბრუნდა, ხოლო მეხანძრეებმა შემთხვევით ისარგებლეს, კედელთან გრძელი კიბე მოათავსეს და ფანჯარა დაკეტეს. 10 კგ-მდე ცხოველი, რომელიც 5-6 თვის იქნებოდა, ვეტერინარებმა ტრანკვილიზატორის დახმარებით დააძინეს და გარეულ ცხოველთა დაცვის თავშესაფარში გადაიყვანეს.

სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ მტაცებლის მფლობელთან სერიოზული საუბარი მოუწევთ.

Zooclub

ველური ბუნების დაცვის ორგანიზაციის წევრების თქმით,  სახლში გაზრდილი პანტერა საკმაოდ მშვიდად იქცეოდა და მას ბრჭყალები დაჭრილი ჰქონდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?