ძაღლმა პატრონის სანთებელა მოიპარა და სახლი გადაწვა (+ვიდეო)
ავსტრალიელმა თავისი 10 თვის ძაღლი, სახელად არჩი, სახლში მარტო დატოვა და თავის საქმეებზე ქალაქში გავიდა, თუმცა, მამაკაცი იძულებული გახდა შინ მალე დაბრუნებულიყო და სახანძრო სამსახური გამოეძახა. საქმე იმაშია, რომ ძაღლმა პატრონის სანთებელა იპოვა და მისი შესწავლა გადაწყვიტა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფმა სახლის ნაწილის გადარჩენა შეძლო. მოგვიანებით,  როდესაც ბინის მფლობელმა  სათვალთვალო კამერას გადახედა, შეიტყო, რომ მისმა ოთხფეხა ბინადარმა სანთებელა იპოვა, საწოლზე აიტანა და თამაში დაიწყო. ძაღლმა როგორღაც მოახერხა მისი ანთება, რის შედეგადაც სახლი გადაწვა.

როდესაც სახლს ცეცხლი წაეკიდა, "დამნაშავე" ეზოში გაიქცა.
სახლის მფლობელს მოუწევს ძვირადღირებული რემონტის გაკეთება  და ავეჯის ყიდვა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 6 0000 ავსტრალიური
დოლარია.

Zooclub

"არჩი სახლში რამდენიმე წუთი მარტო დავტოვე და ეს დრო საკმარისი იყო, რომ მას სახლი გადაეწვა. სადაზღვევოში მითხრეს, რომ ჩემი ქონება თითქმის სულ გადამწვარია და ვერ ამინაზღაურებდნენ, რადგან ჩემი შემთხვევა სახლში განზრახ ხანძრის გაჩენით შეფასდა", - ამბობს ბინის პატრონი.

ასევე იხილეთ:

რომელი კატაა დამნაშავე? ერთმა მათგანმა მეგობარი გასცა

ქალს ეგონა, რომ Facebook-ის პროფილი "ჰაკერმა" გაუტეხა, სანამ თავისი ძაღლის დამნაშავე თვალები არ შეამჩნია

ძაღლმა გაზქურიდან ბლინი მოიპარა და შედეგად, სახლში ხანძარი გააჩინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?