მამაკაცს ძაღლის დახმარება სურდა, თუმცა, მან ცხოველის ყელსაბამზე უცნაური რამ წაიკითხა...
მამაკაცს ძაღლის დახმარება სურდა, თუმცა, მან ცხოველის ყელსაბამზე უცნაური რამ წაიკითხა...
გაიცანით ძაღლი, სახელად დიუ, რომელიც კენტუკის შტატში (აშშ), ოჯახურ ფერმაში ცხოვრობს. მისი პატრონი 30 ჰექტარამდე მიწას ფლობს, მაგრამ ჩვენს გმირს ეს ტერიტორია არ ჰყოფნის: დიუს უყვარს წანწალი ყველგან, სადაც მოინდომებს და ადამიანების გაცნობა.

19 წლის ტაილერ უილსონი ძაღლს ბენზინგასამართ სადგურზე შეხვდა. დიუ სიხარულით მიეგება ახალ ნაცნობს. ბიჭს უპატრონოდ მყოფი ძაღლი ძალიან შეეცოდა და მისი დახმარება სცადა, თუმცა, შემდეგ დიუს ყელსაბამზე წაიკითხა შემდეგი ტექსტი, რომელიც ფოტოსთან ერთად ტვიტერზე გამოაქვეყნა: " მე მქვია დიუ. არ დავკარგულვარ, უბრალოდ ძალიან მიყვარს სეირნობა. მითხარი, რომ სახლში
დავბრუნდე."

Zooclub

ავტოგასამართი სადგური, სადაც ტაილერი ძაღლს შეხვდა, ქალაქის დასასრულს, ფერმიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს. გარდა ამისა,
დიუ ხშირად სტუმრობს ადგილობრივ სახანძრო სამსახურს, სკოლასა და, რა თქმა უნდა, მეზობლებს.

Zooclub

ძაღლი ადგილობრივ მცხოვრებლებში ძალიან პოპულარულია. მეხანძრეები მას სიხარულით ხვდებიან. ერთხელ დიუ მათთან ერთად გამოძახებაზეც იყო. მეზობელი დიასახლისები სპეციალურად მისთვის ამზადებენ გემრიელ სასუსნავებს იმ შემთხვევისთვის, თუ მათ ოთხფეხა მეგობარი ესტუმრება.

Zooclub

პატრონი მენდი ლის თქმით, ძაღლს სპეციალური ჩიპი აქვს გაკეთებული, გარდა ამისა, ის ატარებს ყელსაბამს, რომელიც აღჭურვილია GPS  გადამცემით, რისი დახმარებითაც ცხოველის დაკარგვის შანსი ძალიან მცირეა.

Zooclub

"ყოველ საღამოს ბრუნდება სახლში და არასოდეს აცდენს ვახშამს", - ამბობს ლი.

Zooclub

პატრონები არ უშლიან ძაღლს ქალაქის ქუჩებში მარტო სეირნობას, რადგან დიუ ყველას სითბოს უზიარებს და ადამიანებისგანაც იმავეს იღებს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ყოველდღე ეს ხნიერი ძაღლი 6 კილომეტრს გადის, რომ ადამიანებს მოესიყვარულოს

ძაღლი ავტობუსით მარტო მიემგზაცრება სკვერამდე, რათა ისერინოს
კაკო
საქართველოში კი ან დაბრუნდებოდა და ან არა.
archil
კიდევ ერთი საოცრება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?