ყოველდღე ეს ხნიერი ძაღლი 6 კილომეტრს გადის, რომ ადამიანებს მოესიყვარულოს
ყოველდღე ეს ხნიერი ძაღლი 6 კილომეტრს გადის, რომ ადამიანებს მოესიყვარულოს
გაიცანით, ეს უსაყვარლესი ძაღლი ბრუნო. ბოლო 12 წელია, ის სახლიდან 6,5 კილომეტრის მოშორებით მიდის და ლონგვილის (მინესოტას შტატი) ქუჩებში სეირნობს, რათა უბრალოდ მიესალმოს და მოესიყვარულოს ადგილობრივ მცხოვრებლებს.

ბრუნოს დაბადებიდან უყვარს მოგზაურობა. 12 წლის წინ, მეზობელი ერთი ციდა ლეკვით ლარი ლავარეს სახლში მივიდა. მას ეგონა, რომ ოჯახმა ლეკვი დაკარგა და დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა, ლარი პირველად ხედავდა პატარა არსებას. მას იმდენად მოეწონა ცხოველი, რომ მისი დატოვება გადაწყვიტა.


ოჯახი მალევე მიხვდა, რომ ბრუნოს მოგზაურობა ძალიან მოსწონდა. მისი დამოჩილება პატრონებს არ შეეძლოთ. ლარიმ ბევრჯერ
სცადა ცხოველის სახლში გამომწყვდევა. ასევე, დაბმა, რათა ძაღლი არსად წასულიყო და რაიმე უბედურებას არ გადაყროდა,
მაგრამ ბრუნო ვერაფერმა დააკავა. მან თოკის გაწყვეტა სცადა და დახრჩობას სასწაულად გადაურჩა. ამის შემდეგ, ძაღლს სრული თავისუფლება მისცეს.

Zooclub

ოჯახის წევრები მიეჩვივნენ, რომ მათ ხშირად ურეკავენ უცხო ადამიანები და აცნობებენ, რომ მათი დაკარგული ძაღლი იპოვეს. ლარის ყოველდღიურად უწევს ახსნა, რომ ძაღლი გაუშვან, რადგან ის თავად მიაგნებს სახლის გზას.

Zooclub

ლონგვილის მცხოვრებლები უკვე კარგად იცნობენ ბრუნოს, რომელიც მშვიდად სეირნობს ქალაქის ქუჩებში.

Zooclub

ძაღლი ყოველდღე სტუმრობს ქალაქის ბიბლიოთეკას, ნაყინის მაღაზიას, რამდენიმე ოფისსა და პროდუქტების მაღაზიას. ყველა თანამშრომელი სიხარულით ხვდება მის გამოჩენას. ისინი ძაღლს წყალსა და სხვადასხვა სასუსნავს აწვდიან.

Zooclub

ლონგვილის მცხოვრებლებს იმდენად უყვართ ბრუნო, რომ ქალაქის ელჩადაც დანიშნეს, ასევე, ქალაქის ცენტრში, მის საპატივცემულოდ, ხის ქანდაკება დადგეს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

მამაკაცი უზარმაზარ კუსთან ერთად ქალაქის ქუჩებში სეირნობს

ძაღლმა, რომელიც პატრონმა ქუჩაში მოსასაქმებლად გაუშვა, მარათონზე მე-7 ადგილი დაიკავა

ეს კაცი ყოველდღე პარკში ეტლით დადის...მაგრამ ვინ არის იქ? ამ ისტორიამ ათასობით ადამიანში თანაგრძნობა გამოიწვია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?