ძაღლმა, რომელიც პატრონმა ქუჩაში მოსასაქმებლად გაუშვა, მარათონზე მე-7 ადგილი დაიკავა
ძაღლმა, რომელიც პატრონმა ქუჩაში მოსასაქმებლად გაუშვა, მარათონზე მე-7 ადგილი დაიკავა
"სავალდებულო" გაჩერებამ იმისთვის, რომ მკვდარი კურდღელი დაეყნოსა, ძაღლი მედლის გარეშე დატოვა.

მარათონის დროს ამერიკის ქალაქ ელკმონტში სასაცილო ეპიზოდი მოხდა. 2,5 წლის ძაღლი, სახელად ლუდივეინი შემთხვევით მოხვდა მარათონზე. მან შეჯიბრის მონაწილეებთან ერთად გაირბინა დიდი დისტანცია და მე-7 მივიდა დანიშნულების ადგილზე.

პატრონმა ის მოსასაქმებლად გაუშვა სახლიდან, თუმცა, ქუჩაში მოსეირნე ლუდივეინმა მარათონში მიიღო მონაწილეობა და შეჯიბრის მონაწილეებს დიდი ენთუზიაზმით აჰყვა.

სირბილის დროს, ცხოველი რამდენჯერმე შეჩერდა: დასუნა მკვდარ კურდღელს, ითამაშა ძროხებთან, რამდენიმე წუთით მიუახლოვდა გუბეს. სწორედ ამიტომ, ის დანიშნულების ადგილზე პირველი ვერ მივიდა და მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

Zooclub

"არ მჯერა, რომ მან ბოლომდე გაირბინა მარათონი, რადგან ის ძალიან ზარმაცია. ხშირად სეირნობს მარტო, რადგან
მას ასე მოსწონს."- ამბობს ძაღლის პატრონი.

ლუდივეინის დრო დისტანციაზე სირბილში- 1:32.56 საათია.

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლი, შეჯიბრში მონაწილე, შვედების გუნდს შეუერთდა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?