ხნიერი კატის ფიქრები -"ის იყო მარტო ბოლო წუთებში..."
ხნიერი კატის ფიქრები -"ის იყო მარტო ბოლო წუთებში..."
"ის იყო ხნიერი, ძალიან ხნიერი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ის იყო ჭაღარაც, თეთრი ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ის იყო უძლური - ცხოვრებაში პირველად. და იყო მარტო...

ის იწვა ბალახზე. ბილიკის სიახლოვეს, სადაც ხშირად ხეტიალობდა. ყველა ეზიზღებოდა, განსაკუთრებით ადამიანები. მას შემდეგ, რაც ქუჩაში არაერთხელ უთავაზეს წიხლი, ქვა, საკვების თხოვნისთვის ეზოდანაც ბევჯერ გაუგდიათ... ასეც ხომ ხშირად ხდება: დღეს ყველას უყვარხარ, სჭირდები, ხვალ - არავის. თავისი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს ჰქონია ადამიანისგან დახმარება, რამდენადაც არ უნდა შეეწუხებინა შიმშილს.

გავიდა წლები, გაიზარდა. ცხოვრების გზაზე არაერთი
ადამიანი შეხვედრია, რომლებიც უღიმოდნენ და ხელს უწვდიდნენ, თუმცა, ის ყოველთვის იმეორებიდა: მე არ მჭირდება თქვენი
ყალბი სიყვარული!

ის იყო მარტო. გული საშინლად დამძიმებული ჰქონდა. მას უჭირდა სუნთქვა, მხოლოდ ჰაერის სუსტი ნაკადი ჩადიოდა სხეულში.

მისი სახე ნაიარევით იყო დაფარული, ხოლო ერთი ყური დიდი ხნის წინ დაკარგა. მას სახლი არ ჰქონდა, თუმცა, არც სჭირდებოდა, მას თავისუფლება, დამოუკიდებოლობა უყვარდა.

არსოდეს მოსწონდა, როცა ნადავლს სხვას უყოფდა. მას არავინ სჭირდებოდა!

ის იყო მარტო. თვალები, რომელიც რამდენიმე ხნის წინ სიცოცხლეს ასხივებდა, ჩაქრა. მას უნდოდა დაენახა ცა, ვარსკვლავები... თუმცა, არ შეეძლო. გული ბრაზით ევსებოდა, შეიძლება სიცოცხლეს ეს უხანგრძლივებდა. ბოლო ძალები მოიკრიბა და ღრმად ჩაისუნთქა.

წვიმდა. წვეთები ბეწვს უსველებდა და სხეულს უგრილებდა. თავიდან სიამოვნებდა, თუმცა, შემდეგ ქარი ამოვარდა და სიამოვნება სიცივემ შეცვალა.

ხმა მოესმა.

- ეს შენ კნაოდი? საწყალი.

მას სახე არ დაუნახავს, მაგრამ იცოდა, რომ ეს ადამიანი იყო. ძალა რომ ჰქონოდა ხელიდან გაუსხლტებოდა ან მთელ სახეს დაუკაწრავდა, მაგრამ არ შეეძლო.

"ხო, მიდი დამარტყი, მცემე ადამიანის მოდგმავ!"- ფიქრობდა ის.

მას სხეულზე რაღაც მძიმე, მაგრამ თბილი გადაეფარა. მოეხვია მთელს ტანზე. აჩუქა წვიმისგან სითბო და დაცვა. ადამიანის ხელი შეეხო მის ყურს, მოეფერა ბეწვზე. ის ტკივილს აღარ გრძნობდა, უკვე დიდი ხანია მიყუჩებულიყო. მას სიამოვნებდა. უნდოდა კრუტუნი, თუმცა, არ შეეძლო. არა იმიტომ, რომ ავად იყო, არამედ სიამაყისგან.

მას არ სჯეროდა, რომ ბოლო წუთებს სასტიკ მტერთან გაატარებდა.

მან თავი აწია და ადამიანის სახისკენ შეაბრუნა - იყო სიბნელე, მაგრამ არა ღამე, არამედ უსინათლობისგან გამოწვეული. ბნელი ჩრდილი მისკენ დაიხარა. ადამიანი აგრძელებდა მის მოფერებას.

გაბრაზება ცხრებოდა, იგი შეცვალა იმედგაცრუებამ და ამასთან ერთად სითბომ. სითბო, რომელსაც ადამიანი ჩუქნიდა.

ბოლო ხმა, ბოლო სიმღერა. სავსე სევდითა და სიცოცხლის სურვილით... "

ასევე იხილეთ:

"მე ძაღლი ვარ!"

"მეც დავტოვებდი ანდერძს, წერა რომ ვიცოდე....." - ძაღლის ანდერძი

დღეს მე ადამიანი გადავარჩინე....

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?