ხნიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის შინაური ბინადრის ყოლა სასარგებლოა
ხნიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის შინაური ბინადრის ყოლა სასარგებლოა
მკვლევარების თქმით, ხნიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ცხოველის ყოლა სასარგებლოა. ძაღლთან ერთად სეირნობა აფერხებს წონის მომატებას, ადამიანს იშვიათად უწევს ექიმთან ვიზიტი და საუკეთესო საშუალებაა ახალი ადამიანების გასაცნობად. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ  "The Gerontologist"-ში.

"მიღებული შედეგები, ექიმებს საშუალებას აძლევს  თავიანთ პაციენტებს ძაღლის აყვანის რეკომენდაცია გაუწიონ. ცდებმა გამოავლინა კავშირი ძაღლის სეირნობასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის."- ამბობს კვლევის ხელმძღვანელი რებეკა ჯონსონი.

ცდების ფარგლებში შეიწავლეს შინაური ბინადებისა და ადამიანების ურთიერთქმედება, ფიზიკური აქტივობა, ექიმთან ვიზიტის სიხშირე და კვლევაში მონაწილეთა ჯანმრთელობა. ხნიერი ადამიანების თქმით, ისინი განიცდიან დიდ სიყვარულს თავიანთი შინაური
ბინადრების მიმართ. ამასთანავე, ძაღლის სეირნობა ახალი ნაცნობობის საწყისია. მაგალითად, სხვა ძაღლის მფლობელების.

კვლევის ავტორები თვლიან,
რომ ძაღლის აყვანა და მისი ყოველდღიური გასეირნება შესაძლებელია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ცხოვრობენ მოხუცთა თავშესაფარში.

ასევე იხილეთ:

ხშირად ჭარბწონიანი ადამიანების ძაღლებსაც ზედმეტი წონა აწუხებთ

მეცნიერების დასკვნით, ძაღლის კოცნა იმუნიტეტს ამაღლებს

ძაღლები ბალერინებთან ერთად უცნაური მიზეზის გამო არიან!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?