ძაღლი, 24 საათის განმავლობაში, მერის მოვალეობას ასრულებდა
ძაღლი, 24 საათის განმავლობაში, მერის მოვალეობას ასრულებდა
ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი, სახელად ფრიდა ქალაქ სან-ფრანციკოში,  24 საათის განმავლობაში, მერის მოვალეობას ასრულებდა. ამის შესახებ "Los Angeles Times" წერს.

ცხოველების კონტროლისა და მოვლის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, დები კემპბელმა განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევაა ლოს-ანჯელესის ისტორიაში, როდესაც მერის მოვალეობას ძაღლი ასრულებს.
როუტერის ცნობით, ძაღლის პატრონმა აუქციონზე გადაიხადა 5 000 დოლარი, რათა ეყიდა ლოტი და თანხა გადარიცხულიყო უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში. მთლიანი თანხა ქალაქის უპატრონო ცხოველებს მოხმარდებათ.

ჩიხუახუა სან-ფარნცისკოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ქალაქის მერიის შენობაში წარუდგინეს. სამეთვალყურეო საბჭოს მეთაურმა ძაღლს, მერის პოსტზე ყოფნის გამო, მადლობა
გამოუცხადა. ხოლო მას მერე, რაც ფრიდას უფლებამოსილების ვადა ამოიწურა, მას სპეციალური საჩუქრები გადასცეს: სათამაშოები და
ძაღლის დელიკატესებით სავსე სასაჩუქრე კალათა. 

ასევე იხილეთ:

რატომ უნდა ატაროთ სამსახურში ძაღლი

"დამლაგებელი" ძაღლები

ძაღლი, რომელიც მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?