ფრანსუა ოლანდს ლაბრადორის შავი ლეკვი აჩუქეს
ფრანსუა ოლანდს ლაბრადორის შავი ლეკვი აჩუქეს
პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს საშობაო საჩუქრად ლაბრადორის შავი ლეკვი აჩუქეს.

სახელმწიფოს მეთაურს ლეკვი კანადის ქალაქ მონრეალის ფრანგი ვეტერინარების ფედერაციამ აჩუქა.

ოლანდმა ორი თვის ლეკვს, კვლევითი მოდულის საპატივცემულოდ, ფილე (Philae) დაარქვა. ხსენებული მოდული 2014 წლის 12 ნოემბერს კოსმონავტიკის ისტორიაში პირველად კომეტა ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ზედაპირზე დაჯდა.

"Le Parisien"-ის ცნობით, საჩუქარი საფრანგეთის პრეზიდენტისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?