პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ცხოველები სულიერ არსებებად სცნეს
პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ცხოველები სულიერ არსებებად სცნეს
პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის მიხედვით, ცხოველები აღიარეს სულიერ არსებებად, რომელთაც გრძნობის უნარი გააჩნიათ, - ამის შესახებ "Agence France-Presse" იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ ადრე კანონით, რომელიც ჯერ კიდევ 1804 წელს იქნა მიღებული ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ, ცხოველი იურიდიულად უთანასწორდებოდა უსულო საგანს, რომელიც ადამიანის საკუთრებაში შედიოდა.

კანონის მიღებისთვის მოსამზადებლად პარლამენტარებს წელიწადზე მეტი დასჭირდათ.

დოკუმენტის მიღებას ეწინააღმდეგებოდა მიწათმოქმედთა პროფკავშირების ნაციონალური ფედერაცია (Fédération Nationale des Syndicats d'Expoitants d'Agricoles), რომელიც ფერმერების ინტერესებს ლობირებდა და 20 000 ადგლობრივ და 22 000 რეგიონალურ პფორკავშირს აერთოანებდა. ფედერაციის წარმომადგენლები შეშფოთებას გამოხატავდნენ
იმის გამო, რომ კანონის შეცვლა შეიძლება კერძო მეცხოველეების ინტერესებს შეხებოდა.

კანონმდებლობის ინიციატორმა ჟან გლავანიმ "The
Daily Telegraph"-ს აცნობა, რომ კანონი არ განივრცობა ველურ ცხოველებზე.

საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი, რომელიც ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობისას დასჯას, მაქსიმალურ სასჯელს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთასა და ჯარიმად 30 000 ევროს ითვალისწინებს.

კანონპროექტში ცვლილებების შეტანამდე საქველმოქმედო ორგანიზაციის "30 million Amis" წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს. ეს ორგანიზაცია საფრანგეთში ცხოველთა დაცვითაა დაკავებული. ფონდის პრეზიდენტი რეჰა ჰუტინი The Locals-თან საუბრისას აცხადებს, რომ იმ კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც ცხოველებს შეეხება, ქვეყანა ძალიან ჩამორჩება თავის ევროპელ მეზობლებს.




?????????
თუ სულია, წყლის და დასუფთავების გაასახადსაც გადაიხდიან. სულადობაში ჩაითვლება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?