ძაღლი და ფოსტალიონი: ამ ისტორიამ ფრანგების მღელვარება გამოიწვია (ვიდეო)
ძაღლი და ფოსტალიონი: ამ ისტორიამ ფრანგების მღელვარება გამოიწვია (ვიდეო)
ათი წლის განმავლობაში ფოსტალიონი ძაღლთან ერთად ქალაქ ნანტის (საფრანგეთი) ერთ-ერთ რაიონში დაატარებდა წერილებსა და პრესას, თუმცა, უეცრად ხელმძღვანელობამ მას შინაურ ბინადართან ერთად სამსახუში სიარული აუკრძალა.

საფოსტო განყოფილების ხელმძღვანელობის თქმით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ძაღლის ყოლა უადგილოა, რადგან ის ადამიანებისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოდგენს.

France Bleu-ს თქმით, ამ ფაქტმა ადგილობრივი მცხოვრებლების მასიური პროტესტი გამოიწვია. ისინი ხელმოწერებს აგროვებენ, რათა ძაღლმა პრიუნელიმ კვლავ გააგრძელოს პატრონთან ერთად ფოსტის დარიგება.

მათ დაახლოებით 700 ხელმოწერა შეაგროვეს და უახლოეს დღეებში ფოსტის ხელმძღვანელობას გადაეცემა პეტიცია ძაღლის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

"10
წლის განმვალობაში ფოსტალიონსა და მის შინაურ ბინადარს ჩვენს სახლებში წერილები და პრესა მოქონდა. მეც და
ჩემს შვილებს პრიუნელის გამოჩენა ძალიან გვახარებდა. ის ძალიან მშვიდი და საყვარელი ძაღლია. ბოლო დღეებია, ფილიპი მოწყენილი მარტო მოდის ჩვენს სახლთან და ფოსტას ტოვებს. ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა დართოს პატრონს ნება ძაღლი თან ატაროს."- ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ნანტის მცხოვრებლებმა პრუნელსა და მის პატრონს კლიპიც კი მიუძღვნეს, იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

რატომ უნდა ატაროთ სამსახურში ძაღლი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?