ეს ძაღლები გადარჩენის შემდეგ დააშორეს, მაგრამ ახლა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ!
ეს ძაღლები გადარჩენის შემდეგ დააშორეს, მაგრამ ახლა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ!
ქენჯი და სოფია სამხრეთ კორეაში მდებარე ხორცის ფერმაში ერთად იზრდებოდნენ. ისინი ერთმანეთს მხარს უჭერდნენ, ეხმარებოდნენ. ბოლოს ძაღლები გადაარჩინეს, მაგრამ ისინი სხვადასხვა ოჯახმა იჩუქა.

ქენჯი და სოფია Jindo Love-ის ჯგუფმა გადაარჩინა და ოჯახის საპოვნელად აშშ-ში გაუშვა. ქენჯი Sweet Paws Rescue-მა წაიყვანა მასაჩუსეტსის შტატში, სადაც ის სულ მალე თავის ახალ დედას, ლინდსეი გოლდშტეინს შეხვდა.

Zooclub

”ის ისეთი კარგია”, - ამბობს გოლდშტეინი, - ”ისეთი მშვიდი და მოსიყვარულეა. ძალიან უყვარს ყურადღება”.

Zooclub

ქენჯი კარგად ადაპტირდებოდა ახალ სახლთან. თუმცა, ის არც თუ კარგად ეგუებოდა სხვა ძაღლებს. მას
უყვარდა ადამიანები, მაგრამ არ უყვარდა სხვა ძაღლებთან ერთად ყოფნა, სანამ კვლავ არ შეხვდა სოფიას.

ქენჯის
ოჯახმა იცოდა, რამხელა კავშირი ჰქონდა ამ წყვილს და გადაწყვიტა, ისინი კვლავ დაეკავშირებინა. მათ სოფიას ოჯახი იპოვეს და შეხვედრის დრო დათქვეს. ქენჯისა და სოფიას ერთმანეთი გადარჩენის დღის შემდეგ არ ენახათ...

Zooclub

”როდესაც მან სოფია დაინახა, დავრწმუნდით, რომ მათ ერთმანეთი ახსოვდათ და ძალიან უყვარდათ”, - აღნიშნა გოლდშტეინმა.

Zooclub

ქენჯისა და სოფიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ისინი ერთმანეთს დაუსრულებლად ეხვეოდნენ და ეფერებოდნენ. დარბოდნენ, თამაშობდნენ, თითქოს არასოდეს დაშორებოდნენ ერთმანეთს.

”იმ დღეს ქენჯი განსაკუთრებით მხიარული იყო”, - ამბობს გოლდშტეინი.

Zooclub

შეხვედრა საოცარი იყო, ქენჯი და სოფია კი ერთმანეთის ნახვით უზომოდ ბედნიერები ჩანდნენ. მათ არაფერი ემუქრებოდათ და ისინი ერთად იყვნენ. შეიძლება, კენჯის სხვა ძაღლების მიმართ ცუდი დამოკიდებულება სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მას თავისი საუკეთესო მეგობარი სოფი დიდი ხანი არ ენახა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?