error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/2b22424663bbeb2b401bd69d7bc34b2c.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მადრიდის ზოოპარკის გაძარცვეს - ზარალმა 1 000 000 ევრო შეადგინა
მადრიდის ზოოპარკის გაძარცვეს - ზარალმა 1 000 000 ევრო შეადგინა
მადრიდში ადგილობრივი ზოოპარკის ორი თანამშრომელი დააკავეს, რომლებმაც ბილეთების უკანონო გაყიდვით მილიონზე მეტი ევრო გამოიმუშავეს, – იტყობინება ორშაბათის, 4 აგვისტოს გაზეთ Mundo. პოლიციამ დაადგინა, რომ ადგილობრივი ზოოპარკის Zoo Aquarium-ის ორი თანამშრომელი ერთ-ერთი სალაროდან ყიდდა აღურიცხავ ბილეთებს. ზარალის საერთო რაოდენობამ 1 168 147 ევრო შეადგინა.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი ბილეთების გამყიდველი იყო, ხოლო მეორე კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილებაში მუშაობდა. სწორედ მან შეძლო ოპერატიული სისტემის კონტროლის კოდის გატეხვა ისე, რომ მას არ დაერეგისტრირებინა ბილეთი იმ შემთხვევაში, თუკი მისი გაყიდვა ერთი კერძო სალაროს მიერ მოხდებოდა.

გარდა ამისა,
ბოროტმოქმედებმა დაიქირავეს პორტატული ტერმინალი ბანკების გათვლების ბარათებისთვის, რისი მეშვეობითაც თანხა პირდაპირ საკუთარი ბანკის ანგარიშზე გადაჰქონდათ.

ეჭვმიტანილებს (ორივე ესპანელია, ერთი 30 წლის, ხოლო მეორე – 55 წლის) ბრალი დოკუმენტების ფალსიფიკაციისთვის, თაღლითობისა და ფულის უკანონო მითვისებისთვის წარედგინებათ.

ბოროტმოქმედების დაჭერა ერთ-ერთი კოლეგის ანონიმური ზარის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელსაც ეჭვი გაუჩნდა იმის თაობაზე, რომ სალაროში ფული სამყოფი აღარ იყო. გამოძიების შედეგად პოლიციამ შეძლო ბოროტმოქმედების სქემის დადგენა და მათ კვალს დაადგა. ეჭვმიტანილებმა უკვე აღიარეს დანაშული და შეატყობინეს პოლიციას, რომ ფულის ნაწილს ისინი სეიფში ინახავენ და მზად არიან უკან დააბრუნონ.
ბერო
ესენიც ქართველები არიან ?!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?