error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/e08f5b7c49653043a9f27da0f9d0f4ea.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ინტერნეტ პორტალი PEOPLE.COM თბილისის ზოოპარკის შესახებ წერს
ინტერნეტ პორტალი PEOPLE.COM თბილისის ზოოპარკის შესახებ წერს
თბილისის ზოოპარკის ბინადარი მარტორქა სახელად მანუელა, ახლა უკვე ცნობილია, არა მარტო მათთვის, ვინც ხშირად სტუმრობს თბილისის ზოოპარკს, არამედ მსოფლიო გიგანტ გამოცემის ინტერნეტ-პორტალ PEOPLE.COM-ის მკითხველთათვისაც.

აი, რას წერს პორტალი PEOPLE.COM არა მარტო მანუელაზე, არამედ თბილისის ზოოპარკის სხვა ბინადრებზეც:
თბილისის ზოოპარკის ბინადარი ცხოველები ნამდვილად არ განიცდიან სიმარტოვეს, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა სახეობის ცხოველი ერთ გალიაში მეგობრულად ცხოვრობს.

მდედრ მარტორქა მანუელასთან ერთად გალიაში ბინადრობენ მისი მეგობარი ვირიები, ზებრასთან ერთად ვოლიერში ცხოვრობენ თხები, რომლებიც ასევე კარგი მეგობრები არიან და მეტიც, ლომის ბოკვერი, რომელიც დედამ
უარყო, ლეკვთან ერთად იზრდება.

Zooclub

"როდესაც მანუელას მისი მეწყვილე დაეღუპა, ის საშინლად განიცდიდა, აგრესიული გახდა მომვლელის
მიმართაც. ზოოპარკის პერსონალი ცდილობდა, მისი დარდის შემსუბუქებას,. თავიდან მანუელასთან გალიაში ზებრები შეუშვეს, მაგრამ მარტორქამ მათ მიმართაც აგრესია გამოხატა, შემდეგ ეცადნენ თხებთან დაემეგობრებინათ, ამ უკანასკნელმა გაქცევით უშველს თავს, მაგრამ გალიაში ვირების გამოჩენამ, მანუელა დაამშვიდა და ისინი დღემდე მეგობრობენ." – ამბობს ზოოპარკის ერთ-ერთი თანამშრომელი.

მარტორქის გალიის სიახლოვეს ლომის ბოკვერი სიმბა ბედნიერად ცხოვრობს ლეკვთან ერთად.

"ვაკვირდებით, რამდენ ხანს გასტანს მათი მეგობრობა." – ამბობს ზოოპარკის დირექტორი.

ასევე თბილისი ზოოპარკის ბინადარ მარტორქაზე და მის გალიაში მყოფ ვირებზე რეპორტაჟი გააკეთა  washingtonpost-მა.

ასე რომ, თბილისის ზოოპარკის ბინადრებმა, როგორც ხედავთ, შორს გაითქვეს სახელი, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა.


იხილეთ ვიდეო


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?