უიშვიათესი ავსტრალიური თხუნელა ადამიანებმა შემთხვევით შენიშნეს
უიშვიათესი ავსტრალიური თხუნელა ადამიანებმა შემთხვევით შენიშნეს
ჩანთოსანი თხუნელა, რომელსაც ოქროსფერი ბეწვის შეფერილობა აქვს, ასევე ცნობილია, როგორც კარკარატული. ის რეინჯერებმა ავსტრალიის მიდამოებში შემთხვევით შენიშნეს. ეს საოცარი ცხოველი ადამიანების თვალს იშვიათად ხვდება - დაახლოებით ათ წელიწადში ერთხელ.

როდესაც თხუნელა გზას კვეთავდა, სწორედ იმ დროს დაინახეს ის ადამიანებმა. პატარა არსება მიწაში მიმალვას ცდილობდა, თუმცა, დაიჭირეს, რათა აღრიცხვაზე აეყვანათ.

კარკარატული ცხოვრობს ავსტრალიის უდაბნოებში, ადამიანებისგან დაუსახლებელ ადგილებში. ცხოვრების ძირითად ნაწილს მიწის ქვეშ ატარებს, თუმცა,  ზოგჯერ წვიმიანი ამინდის შემდეგ ზედაპირზეც ამოდის. სწორედ ამგვარი ცხოვრების წესის გამო, მათ შესახებ მეცნიერებამ ცოტა რამ იცის.
ცნობილი არ არის, რამდენად გავრცელებულია ეს სახეობა.

ოქროსფერ თხუნელას აქვს უჩვეულო წინა თათები, რომელთა ნაკვალევიც
ყველა ცხოველისგან გამოირჩევა. გარდა ამისა, მას საერთოდ არ აქვს თვალები, ასევე ყურის ჭრილი, მაგრამ სმენა განვითარებული აქვს.

Zooclub

კარკარატული იმდენად უნიკალური ცხოველია, რომ დედამიწაზე არ არსებობს იდენტური გენის მქონე არსება. თხუნელები, რომლებიც სხვა კონტინენტზე ბინადრობენ, მხოლოდ ცხოვრების წესით გვანან კარკარატურს, თუმცა, გენეტიკურად რადიკალურად განსხვავებულნი არიან მისგან.

რაც შეეხება იმ ოქროსფერ თხუნელას, რომელიც დაიჭირეს ავსტრალიელმა რეინჯერებმა, ფოტოსესიისა და აღრიცხვის შემდეგ ისევ ბუნებაში დააბრუნეს.

ასევე იხილეთ:

ტანზანიაში უიშვიათესი თეთრი ჟირაფი აღმოაჩინეს

ალბინოსი სპლიყვის უიშვიათესი კადრები

ის უიშვიათესი ზვიგენის სახეობას წარმოადგენს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?