ალბინოსი სპლიყვის უიშვიათესი კადრები (+ფოტო)
ალბინოსი სპლიყვის უიშვიათესი კადრები (+ფოტო)
ითვლება, რომ ყოველ 10 000 ძუძუმწოვარი ცხოველის ახალშობილიდან ერთი ალბინოსი იბადება. ალბინიზმი - საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ცხოველებს შორის და ყოველი ასეთი შემთხვევა, როგორც წესია, კარგადაა ცნობილი და დოკუმენტირებული მეცნიერების მიერ. მაგრამ ხდება გამონაკლისიც, როდესაც ადამიანებმა არაფერი იციან მსგავსი შემთხვევის შესახებ, რადგან ასეთ ცხოველს ცხოველების გუნდი გულდასმით მალავს და იცავს.
ეს ფოტოისტორია პატარა ალბინოს სპლიყვზეა, რომლის გადაღებაც აფრიკული საფარის ტურის დროს შეძლო ტურისტმა ნიკი კორზცემ.

საუცხოო ბუნების გადაღების დროს ნიკიმ სპილოების ოჯახი დაინახა. ისინი ველურ ბუნებაში ისვენებდნენ და თამაშობდნენ. უეცრად ტურისტის ყურადღება
ერთმა უცნაურმა სანახაობამ მიიპყრო - ეს იყო ერთი ციდა ვარდისფერი სპილო, სრულიად ალბინოსი, როგორიც კორზცეს
(და არა მხოლოდ მას) არასოდეს ენახა ცხოვრებაში.

ცნობილია ფაქტები, როდესაც დიდი ცხოველები არ იღებენ ახალშობილ ალბინოსებს, კლავენ მათ ან ჯოგს ატოვებინებენ. მაგრამ ამ ფოტოების ნახვისას ჩანს, რომ ვარდისფერი სპლიყვი მთელ ყურადღებას, სიყვარულსა და მზრუნველობას იღებს სხვა სპილოებისგან ისევე, როგორც სხვა ჩეულებრივი სპლიყვები.

თუმცა, მას წინ კიდევ ბევრი პრობლემის გადალახვა მოუწევს, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში. საბედნიეროდ, ეს სპლიყვი ნაციონალურ ნაკრძალში დაიბადა, ამიტომ მას ბრაკონიერებისა და მონადირეებისგან სათანადო დაცვა უზრუნველყოფილი ექნება.

ასეთ ცხოველებს უჭირთ მცხუნვარე მზის სხივების ქვეშ გაძლება, რადგან მათ კანს მზისგან დამცავი პიგმენტები აკლიათ. ასევე მას მომავალში მხედველობის მხრივ დიდი პრობლემები შეექმნება.

იმედია ამ პატარას მეცნიერები მომავალში მფარველობას გაუწევენ და გაუადვილებენ ცხოვრებას.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?