10 უვნებელი ცხოველი, რომელთა დანახვაც ადამიანებში შიშის განცდას იწვევს
10 უვნებელი ცხოველი, რომელთა დანახვაც ადამიანებში შიშის განცდას იწვევს
ადამიანები მიდრეკილნი არიან ეშინოდეთ იმის, რაც გარეგნულად არ მოსწონთ ან პირველად ხედავენ. ადამიანთა უმეტესობა ცოცხალი არსების თვისებებს მისი გარეგნობიდან გამომდინარე აფასებს, თუმცა, დიდი ალბათობაა, რომ ვცდებით. 

დააკვირდით ამ არსებებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ადამიანისთვის საშიშროებას, თუმცა, მათი დანახვისას უმეტესობა პანიკაში ვარდება.

გიგანტური აფრიკული მრავალფეხა

Zooclub

გიგანტური აფრიკული მრავალფეხა ერთ-ერთი უდიდესი მწერია მსოფლიოში. მართალია, მისი გარეგნობა უნდობლობას იწვევს, თუმცა, ის ძალიან მეგობრული არსებაა და მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში დიდი პოპულ
არობით სარგებლობს, როგორც შინაური ბინადარი.

ორბი

Zooclub

თუ თქვენ ცოცხალი ხართ, არ ღირს ამ ფრინველის მიმართ
შიში.

Chalcosoma atlas -ანუ ატლასის ხოჭო

Zooclub

უდავოა, ატლასის ხოჭო იმ მწერების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთან შეხვედრასაც არ მოისურვებდით, თუმცა, არ ღირს ნერვიულობად, რადგან რქები მას ეხმარება სხვა ხოჭოებთან ბრძოლაში და არა ადამიანებისთვის ზიანის მიყენებაში.

განური ჰავიალი

Zooclub

განური ჰავიალი გარეგნულად ძალიან ჰგავს ალიგატორსა და ნიანგს, სწორედ აქ მთავრდება მათი მსგავსებაც. მის საკვებ რაციონს მხოლოდ თევზები და ბაყაყები წარმოადგენენ.

მანტა

Zooclub

შესაძლოა, ზოგიერთი მანტას ზომა 7,5 მეტრამდე აღწევდეს, თუმცა, ის ნაზი გიგანტური არსებაა, რომელიც ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

გიგანტური ზვიგენი

Zooclub

მიუხედავად მისი სახელისა და საშინელი გარეგნობისა, გიგანტური ზვიგენი სავსებით უვნებელია და მეტიც, ისინი მეგობრული ხასიათით გამოირჩევიან.

რძისფერი-წითელი გველი

Zooclub

ადამიანებს ხშირად ეშლებათ  შხამიან გველში, რომელიც მას ძალიან ჰგავს. სწორედ ამიტომ, ის ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. სინამდვილეში რძისფერი გველი სავსებით უვნებელი ქვეწარმავალია ადამიანებისთვის. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ მას აქვს შავი ზოლები თეთრის გვერდით, მაგრამ თუ შავი ზოლები ყვითელ ზოლებთან აქვს ეს შხამიანი გველის სახეობაა.

მელოტი თხუნელა

Zooclub

მისი გარეგნობა შიშისმომგვრელია. საბედნიეროდ, ის ზედაპირზე ძალიან იშვიათად ამოდის (სწორედ ამიტომ აქვს უხეში კანი), მაგრამ თუ მაინც შეამჩნევთ, დარწმუნებული იყავით, რომ ის თქვენ ვერ გხედავთ, რადგან უსინათლოა.

ტარანტული

Zooclub

მსოფლიოში უდიდესი ობობა, რომელსაც ყველაზე გრძელი საცეცები აქვს. ის ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

ღამურა

Zooclub

ღამურა ადამიანისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას, ის იკვებება შინაური ცხოველების (თხა, ძროხა და ა.შ.) სისხლით.

ასევე იხილეთ:

თქვენ ალბათ არასოდეს გსმენიათ ამ უცნაური ცხოველის შესახებ

იაგუარუნდი - იშვიათი ცხოველის სახეობა, რომელსაც გადაშენება ემუქრება

შოკისმომგვრელი ზომის ცხოველები და მწერები

misha
განური ჰავიალიმა შემთხვით კბილი რომ გაჰკრას არაა?!DD ანდა ორბმა თვალი ამოჩიჩქნოს ხოდა ხოჯომ რქა გაგიყაროს რა უვერნები ვართ :DD
biolog-s
არავინ არ ვპროფესორობთ, ჩვენს აზრებს გამოვთქვამთ, როცა ღამურამ დამკბინა, სტერილური ბამბა ჩემს მეზობლად მცხოვრებ ექიმს ვთხოვე, რომელმაც მირჩია რომ ღამურის ნაკბენი საშიში იყო და აცრა ჩამეტარებინა.
Miss Babadook
ტარანტული შესაძლოა სასიცოცხლოდ საშიში არაა, მაგრამ მაინც შხამიანია, ღამურას კი ცოფი და ათასი რამ გადააქვს, სხვებს კარგად არ ვიცნობ. :))) ნუ ავრცელებთ მცდარ ინფორმაციას.
biologi
აქ არ წერია, რომ ადამიანს არ ეჯახება ღამურა, დიახ, მან შეიძლება დაკარგოს ორიენტაცია და როგორც ადამიანს, ისე კედელს შეიძLება დაეჯახოს. ასე შეიძლება ძაღლიც და კატაც დაგეჯახოს, მაგრამ იმაზე მეტი საშიშროება არ მოდის ამ ცხოველისგან რა საშიშროებაც ვთქვათ შეიძლება არსებობდეს შინაური ბინადრისგან. ფოტოზე ან ვიდეოში მაინც არ გინახავთ, ხელში რომ უჭირავთ ადამიანებს? ანუ ისტერიული შიშის საბაბი არ არსებობს ამ არსებისგან, სწორედ ეს იგულისხმება აქ (მე ასე გავიგე ყოველი შემთხვევისთვის) და ნუ პროფესორობთ
kato
ღამურა საშიში არ არისო ჯერ არ გამიგია :))))), თანაც ღამურა ცხოველებს არ კბენს ზუსტადაც რომ მწერებს დასდევს და შუქში ერევა გზა და სწორედ მაშინ კარგავს ორიენტაციას და ეჯახება ადამიანს :))) საიდან მოგაქვთ ეს ამბები, რა პროგრამებით თარმგნით და მერე თითქოს აქართულებთ :)))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?