ის დააფიქსირეს იაპონიის პორტიდან, ხუთი კილომეტრის დაშორებით. 5 მეტრის სიგრძის ცხოველი დაახლოებით ერთ ტონას იწონის.
დიდპირა ზვიგენი პირველად აღმოაჩინეს 1976 წელს ჰავაის კუნძულების სიახლოვეს. ეს ერთ-ერთი ჯიშია 5 სახეობას შორის, რომელიც პლანქტონებით (იმ ორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ზღვისა და კონტინენტის წყალსატევებში წყლის სიღრმეში ცხოვრობენ და ნელა გადაადგილდებიან დინების გავლენით. პლანქტონს შეადგენს როგორც მცენარეები, ისე ცხოველები) იკვებებიან

The Independent-ი აღნიშნავს, რომ დიდპირა ზვიგენი დღის განმავლობაში 150 მეტრის წყლის სიღმეში არიან, ხოლო ღამე ზედაპირზე ამოდიან. იმ დღის შემდეგ, რაც ეს სახეობა აღმოაჩინეს, 60 ეგზემპლარია დაფიქსირებული.

2009 წელს ფილიპინების კუნძულებზე ადგილობრივმა მეთევზეებმა დაიჭირეს და შეჭამეს დიდპირა ზვიგენი. ბუნების დაცვის წარმომადგენლებმა ვერ დაარწმუნეს ადგილობრივი მცხოვრებლები, რომ ეს უნიკალური მოდელი დაკვირვებისა და კვლევისთვის ცოცხალი დაეტოვებინათ.

ასევე იხილეთ:
იშვიათი ცხოველის სახეობა - თოვლის ჯიქი ანუ ირბისი, ჰიმალაის მთებში, ფარულმა კამერამ დააფიქსირა
თევზები ყველაზე დიდი პირით - პალეონტოლოგების აღმოჩენა
საოცარი ფაქტები დელფინების შესახებ და მათი წარმოუდგენელი შესაძლებლობები