ფერმერს ეგონა, შინაური კატის კნუტები იპოვა და ისინი სახლში წაიყვანა
ფერმერს ეგონა, შინაური კატის კნუტები იპოვა და ისინი სახლში წაიყვანა
როდესაც რუსი ფერმერი საკუთარი ნაკვეთის ტერიტორიაზე დადიოდა, შემთხვევით იპოვა ოთხი ახალშობილი ცხოველი. თავიდან კატის კნუტები ეგონა და სახლში წაიყვანა, თუმცა, დაკვირვების შედეგად მიხვდა, რომ ცდებოდა. 

ფერმერმა უცნაური არსებების ამოსაცნობად დახმარება ნაკრძალის თანამშრომლებს თხოვა.

როგორც აღმოჩნდა, ახალშობილი ცხოველები სულ რამდენიმე დღის დაბადებულნი იყვნენ, რადგან თვალები ჯერ არ ჰქონდათ ახელილი. მათი გადარჩენისთვის საჭირო იყო განსაკუთრებული მზრუნველობა. 

ნაკრძალის თანამშრომლებმა ამოიცნეს გარეული კატის ჯიში მანული, რომელიც იშვიათობას წარმოადგენს და ის წითელ წიგნშია შესული, როგორც გადაშენების პირას მყოფი ცხოველი.

Zooclub

მანული იმავე ზომისაა, რაც შინაური კატა,
მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავებაა. ის გამოირჩევა უხეში ნაკვთებით, თათები შედარებით მოკლე აქვს. ასევე აქვს
განსაკუთრებული თივთიკით დაფარული დიდი ბეწვი, რათა ცივ კლიმატს გადაურჩეს.

Zooclub

სპეციალისტებმა ახალშობილები შინაურ კატას მიუყვანეს. მათ არ იცოდნენ მოუვლიდა თუ არა ის პატარებს, თუმცა, შინაურმა ცხოველმა მანულები პირველივე ნახვის შემდეგ მიიღო.

Zooclub

გარეული კნუტები იზრდებოდნენ და ნაკრძალის თანამშრომლები დღითიდღე ეჩვეოდნენ მათ.
შემდეგი ნაბიჯი მათი ველურ ბუნებაში დაბრუნება იყო.

Zooclub

პირველი ცივი ზამთარი, რომელიც ცხოველებს დამოუკიდებლად უნდა გაეტარებინათ უშედეგო აღმოჩნდა. მათ დაკარგეს გადამცემები, რომლებიც ნაკრძალის თანამშრომლებს მანულების ადგილსამყოფელს აჩვენებდა, ამასთანავე, საგძნობლად დაიკლეს წონაში.

Zooclub

მანულები დააბრუნეს თავშესაფარში, რათა ზამთრის პერიოდში მათზე მომვლელებს ეზრუნათ, ხოლო გაზაფხულის დასაწყისში კვლავ ველურ ბუნებაში გაუშვეს. თბილ კლიმატში ცხოველებს გაუიოლდებათ დამოუკიდებლად ადაპტირება.

Zooclub

ისინი კვლავ ნაკრძალის თანამშრომლების დაკვირვების ქვეშ არიან, თუმცა, დამოუკიდებლად ცხოვრებას ეჩვევიან.

Zooclub

მანული უნიკალური კატების სახეობას მიეკუთვნება, რადგან მათი რაოდენობა ველურ ბუნებაში საკმაოდ მცირეა, ამიტომ მსოფლიოს ველური ბუნების გადარჩენის ფონდი ყველაფერს აკეთებს, რათა ეს საოცარი ცხოველი საბოლოოდ არ გადაშენდეს.

ასევე იხილეთ:

ოჯახს ეგონა, ახალშობილი ძაღლის ლეკვი იპოვა და სახლში წაიყვანეს

როგორ ცხოვრობს ენოტი, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია?

ქალმა ამ ობოლ არსებას სიცოცხლე დაუბრუნა


ucxo
ბატონო ჩემო თქვენაგნა განსხვავებით ნამდვილად საოცრები არიან,რასაც თვენზე ადამიანი ვერ იტყვის თვენი სიტყვებიდან გამომდინარე
ქართველი
რა ლამაზუნები არიაან! ფუმფულუშკები
oto
ძალიან ლამაზი ცხოველია მინდა
არჩილ ხოფერია
რა აქვს ამ ცხოველს საოცარი?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?