ოჯახს ეგონა, ახალშობილი ძაღლის ლეკვი იპოვა და სახლში წაიყვანეს (+ვიდეო)
ოჯახს ეგონა, ახალშობილი ძაღლის ლეკვი იპოვა და სახლში წაიყვანეს (+ვიდეო)
ოჯახი ქალაქგარეთ პიკნიკზე წავიდა, სადაც შემთხვევით ახალშობილი ცხოველი იპოვეს. მათ შეეცოდათ უსუსური არსება, რომელიც ძაღლის ლეკვი ეგონათ და სახლში წაიყვანეს. პატრონმა ლეკვს მეძუძური ძაღლიც მოუძებნა. პატარა ცხოველმა ძაღლის რძე დიდი სიამოვნებით მიირთვა.

როდესაც ის ვეტერინართან წაიყვანეს,  როგორც ძაღლის ლეკვი, ექიმი გაოცებული უყურებდა პატრონებსაც და ცხოველსაც. მან ლეკვის პატრონს უთხრა, რომ ეს ძაღლი არ იყო და მაშინვე დაუკავშირდა გარეულ ცხოველთა მონიტორინგის ცენტრს.

როცა ისინი მივიდნენ და ცხოველი ნახეს, თავიდან ამბობდნენ, რომ ეს მგლის ლეკვი ან კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელი იყო. ის იმდენად პატარა
იყო, რომ მათაც გაუჭირდათ პატარა არსების ამოცნობა.

Zooclub

საბოლოოდ, გაირკვა, რომ ეს მელიის ხვადი ლეკვი იყო. 

"ეს პატარა ცხოველი გაიზრდება ადამიანების გარემოცვაში, რადგან ის უდედოდ ვერ იცოცხლებს ტყეში. ამასთანავე, ის მომავალშიც ვერ შეძლებს გარეულ ცხოვრებას, რადგან არ ეცოდინება ნადირობა და მტრებისგან თავის დაღწევა."- ამბობს გარეულ ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის თანამშრომელი.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

გზაზე მიტოვებული უცნაური ცხოველი

ზღვაში სასეირნოდ გასულ მეგობრებს უცნაური რამ შეემთხვათ

მეცნიერებისთვის ამოუცნობი ეგზოტიკური ცხოველი
Keti
თVიტონ არ დაიტოვეს? :D რა Gამადჰვებინებდა,ვგიჯდები მელიაზე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?