კატა სიკვდილისგან ერთი წუთით ადრე იხსნეს: საშინელი ფოტოს ისტორია ხორცის ფესტივალიდან
კატა სიკვდილისგან ერთი წუთით ადრე იხსნეს: საშინელი ფოტოს ისტორია ხორცის ფესტივალიდან
ამ სულისშემძვრელმა ფოტომ მსოფლიო მოიარა. ის ჩინეთის ქალაქ იუილინში, ხორცის ფესტივალზეა გადაღებული იმ მომენტში, როდესაც ერთ-ერთმა “ტუსაღმა” გალიიდან გაქცევა სცადა. საშინელება, სასოწარკვეთა, იმედი და გამოუვალობა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია გრძნობათა იმ გამიდან, რომელიც შეგვიძლია მის თვალებში ამოვიკითხოთ.

იულინში ყოველ წელს იმართება ხორცის ფესტივალი, რომლის დროსაც ადგილობრივი მოვაჭრეები ძაღლის ხორცისგან საჭმელს აკეთებენ. დღესასწაულის დროს 10 000-მდე ოთხფეხა იღუპება.

Zooclub

საბედნიეროდ, ამ კატას გაუმართლა - ის ცოცხალი გადარჩა. ის ცხოველთა დაცვის ლიგის (Animal Rescue League) აქტივისტებმა გადაარჩინეს ჩინურ საერთაშორისო ჰუმანურ საზოგადოებასთან (Humane Society International)
ერთად, რომლების სწორედ იმ მომენტში გამოჩნდნენ.

კატამ, გადარჩენის იმედით, რკინის რიკულებზე ასვლა დაიწყო. ის ძალიან
ცუდ მდგომარეობაში იყო, ჭუჭყიანი, სასოწარკვეთითა და შიშით სავსე დიდი ველური თვალებით”, - ჰყვება Humane Society International-ის წარმომადგენელი პიტერ ლი.

Zooclub

აქტივისტებმა კატა სხვა გადარჩენილ ცხოველებთან ერთად ვაშინგტონის თავშესაფარში გაგზავნეს. იღბლიან კატას ხურუ დაარქვეს. ის ამჟამად ახალ ცხოვრებასთან ადაპტაციას გადის. სხვა გადარჩენილ ცხოველებთან ერთად ის თავშესაფარში იცხოვრებს, სანამ მოსიყვარულე პატრონს არ იპოვის.

ზოგი კატა და ძაღლი ასევე გადაურჩა სიკვდილს გულისხმიერი ადამიანების წყალობით, რომლებიც ხორცის ფესტივალზე სპეციალურად მათ გადასარჩენად ჩავიდნენ. მათგან ერთ-ერთია 65 წლის პენსიონერი ქალბატონი, ყოფილი მასწავლებელი სიაოუნ იანგი, რომელმაც 1000 დოლარზე მეტი გადაიხადა, რომ 100 ძაღლი გამოესყიდა. ამჟამად მასთან სახლში უკვე 1500 გადარჩენილი ძაღლი და კატა ცხოვრობს.

Zooclub
დავით67 -ს
განვმარტავ! ადამიანებს აქვთ გონება და შეუძლიათ თავის გატანა. ცხოველები კი ბევრად უსუსურები არიან - ლოგიკურად, ადამიანებზე მეტად ცხოველები არიან შესაცოდი! მეორეც - როდესაც ასეთ საშინელებას ხედავს ნორმალური ადამიანი, ანუ ცხოველების წამებას ან იგინება, ან იწყევლება - ესეც ლოგიკურია! არ გესმით? - ანუ თქვენ ცხოველები არ გეცოდებათ? მაშ არც ადამიანი გეცოდებათ! - ის კი, ვის უნდა უფრო დახმარება - ადამიანს თუ ცხოველს, ცხოველთა მოყვარულები არ აღნიშნავენ და არ გამოყოფენ! - არამედ პირდაპირ, ეხმარებიან ცხოველებსაც და ადამიანებსაც! ანუ ამაში ვინც აკეთებს არჩევანს - იმათგან 99% არც ადამიანს ეხმარება, არც ცხოველს! ___ლოგიკას ვერ გავექცევით! ასე რომ ცოტა ხმას დაუწიეთ "ტვინიკოსებო" და მიეხმარეთ ადამიანებს თავად! სხვებს კი ნუ ასწავლით ჭკუას! ზრდასრულები ვართ და ყველა მივხედავთ თავს და ისედაც იმას გავაკეთებთ, რასაც ვთვლით საჭიროდ
დავით67
თქვენ ადამიანები არ გეცოდებათ და ცხოველებზე შეგტკივათ გული ვითომ? ამოწყდნენ გაიჟუჟონ.აუჰ რა კომენტარებია შენი ჭირიმე
დათო
მაწყევარი ხალხი გაიხარებს ვითომ?
რუსუდანი
ეს არის ბარბაროსობა და უნდა აღიკვეთოს.დროა ადამიანებმა უარი თქვან ასეთ ტრადიციებზე.
სოფია
ვეთანხმები მანანას, ნეტა სამყარო ისე მოეწყობოდეს, რომ ადამიანის მსგავსი არსებები ხორცის ჭამას შეწყვეტდნენ!... ნადირობას შეწყვეტდნენ!.... ცხოველების ხოცვას და სასტიკად მოპყრობას შეწყვეტდნენ!... და საერთოდ, ადამიანებს დაემსგავსებოდნენ!...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?