"შესაძლოა, ეს დასასრულის დასაწყისია" - ჩინეთში ძაღლების ფესტივალზე ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალება
"შესაძლოა, ეს დასასრულის დასაწყისია" - ჩინეთში ძაღლების ფესტივალზე ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალება
"ჩინეთის ქალაქ იულინის (გუანსის პროვინცია) ხელისუფლება ძაღლის ხორცის ფესტივალის დროს ძაღლის ხორცის გაყიდვის შესახებ დროებით აკრძალვას შემოიღებს", - "South China Morning Post"-ი იტყობინება.

ცნობა მოსალოდნელ აკრძალვაზე ჩინელი ცხოველების დამცველებმა შეიტყვეს. ინფორმაციას იულინის, ძაღლის ხორცის უმსხვილესი ბაზრის მოვაჭრეებიც ადასტურებენ.

მოსალოდნელია, რომ აკრძალვა ძალაში 15 ივნისს შევა, ანუ ფესტივალამდე 1 კვირით ადრე  (21 ივნისი). მათ, ვინც აკრძალვას დაარღვევს, ემუქრებათ დაპატიმრება და დიდი ოდენობის ჯარიმა.
“იმედი მაქვს, ეს ძაღლის ხორცის ჭამის ჩინური წესჩვეულების დასასრულის დასაწყისი იქნება”, - ამბობს ორგანიზაცია "Duo Duo Project"-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეა განი.
ხსენებული ორგანიზაცია ძაღლის ხორცით ვაჭრობას ებრძვის.

იუილინში 2009 წლიდან ტარდება ფესტივალი, რომლის დროსაც 10-15 ათას ცხოველს
ხოცავენ.

ზოოდამცველების შეფასებით, ყოველ წელს ჩინეთში 10-დან 20 მილიონამდე ძაღლს ჭამენ. აქტივისტები ცხოველთა დაცვის კანონის სასწრაფოდ შემოღებას მოითხოვენ.

აპრილში იტყობინებოდნენ, რომ ტაივანის პარლამენტმა ცხოველთა დაცვის კანონში შეიტანა შესწორება, რომელიც ძაღლებისა და კატების ჭამასა და მათი ხორცის გაყიდვას კრძალავს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?