ტაივანი გახდა პირველი აზიური ქვეყანა, სადაც სრულიად აკრძალეს ძაღლისა და კატის ხორცი.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, პიროვნებებს, რომლებიც ძაღლისა და კატის ხორცს საკვებად გამოიყენებენ, დააჯარიმებენ 1600$-დან 8 000$-ის ექვივალენტის ოდენობის ფულადი ჯარიმით. აკრძალვა ასევე ვრცელდება ამ ცხოველებისა და მათი ხორცის გაყიდვაზე.

ეს პოზიტიური ცვლილება შეიძლება, ტაივანში ცხოველებისადმი დამოკიდებულების შეცვლით აიხსნას. ქვეყანაში შინაური ცხოველების რიცხვი იზრდება და მათ უკვე ვერ აღიქვამენ, როგორც საკვებ ხორცს, არამედ ისინი მხოლოდ კომპანიონად (და შეიძლება საუკეთესო მეგობრადაც კი)
გადაწყვეტილებაზე შეიძლება პრეზიდენტ ცაი ინ-ვენის დამოკიდებულებამაც იმოქმედა. თავის საარჩევნო კამპანიის დროს ის ხალხმა გაიცნო, როგორც ცხოველების მოყვარული, რომელსაც სახლში ორი კატა და სამი ძაღლი ყავდა.

ამ დიდი გამარჯვების მიუხედავად, კატებისა და ძაღლების ხორცის საკვებად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ აქტიურად გრძელდება.
მაგალითად ჩინეთში იულინის ფესტივალზე ყოველწლიურად 10 000 ძაღლი იღუპება.

იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა აზიური ქვეყნებიც აკრძალავენ ძაღლებისა და კატების ხორცის საკვებად გამოყენებას.