20 მარტი - მსოფლიო დღე ხორცის გარეშე!
20 მარტი - მსოფლიო დღე ხორცის გარეშე!
20 მარტს ბევრ ქვეყანაში ხორცის გარეშე აღნიშნავენ (International Day Without Meat).

ამ დღემ სახელი 1985 წელს მიიღო.

ტრადიციის მიხედვით, 20 მარტს აქტივისტები მთელ მსოფლიოში მართავენ აქციებს, სადაც ადამიანებს სთავაზობენ, უარი თქვან ცხოველის ხორცის გამოყენებაზე და უყვებიან, რა უპირატესობა აქვს კვებას ხორცის გარეშე.

ყოველ წელს მსოფლიო მასშტაბით იზრდება ვეგეტარიანელების რაოდენობა. ძირითადი მიზეზი მცენარეულ კვებაზე გადასვლისა - ეთიკურია: ადამიანებს არ უნდათ ცხოველების მკვლელობასთან და სასტიკ მოპყრობასთან რაიმე საერთო ჰქონდეთ.

სადისტურ მკვლელობებთან ჩვეულებრივ ძაღლების, კატებისა და სხვა იშვიათი ცხოველების მკვლელობები ითვლება, ანუ მკვლელობა გართობის
მიზნით და სხვ. თუმცა, უმეტესობა მშვიდად უყურებს სოფლის მეურნეობაში ცხოველების დახოცვას. რატომღაც ადამიანები დარწმუნებულები არიან,
რომ თუ ცხოველი სპეციალურად ხორცის მისაღებად არის გამოზრდილი, ის არ იმსახურებს სიცოცხლეს. ისინი არ უფიქრდებიან, რომ ცხოველებიც გრძნობენ და იტანჯებიან. მაგრამ ვეგანების მიერ აქტიურად წარმოებული პროპაგანდის შედეგად, ადამიანებმა უკვე დაიწყეს დაფიქრება და უარის თქმა მკვლელობით მიღებულ პროდუქტებზე.

ჯანმრთელობა არანაკლები სტიმულია იმისა, რომ უარი თქვან ცხოველურ პროდუქტებზე. დღესდღეობით მრავალი ჩატარებული კვლევით დამტკიცდა, რომ ცხოველური საკვები მავნებელია.

2015 წლის ოქტომბერს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა რა ხორცის საკვების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ხორპროდუქტები კანცეროგენებია და ხელს უწყობს კიბოს დაავადების განვითარებას. 10 ქვეყნის 22-მა ექსპერტმა ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნილი 800 სამეცნიერო ნაშრომის კვლევის შედეგები წარმოადგინა, რაც ამტკიცებს, რომ ხორცის (ხორცის პროდუქტების) მოხმარებასა და ადამიანებში სხვადასხვა ტიპის კიბოს განვითარებას შორის კავშირია.

2016 წელს არიზონის შტატის კლინიკა მეიოს მეცნიერებმა გააანალიზეს ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები, სადაც განიხილებოდა ხორცის მოხმარებით გამოწვეული პრობლემები. კვლევებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა მეცნიერები, რომ ხორცის პროდუქტები ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს და ზრდის სიკვდილიანობას.

2016 წლის 30 ივლისს 100 ექიმი თეთრი სახლის წინ შეიკრიბა და ამერიკელებს მოუწოდეს, რომ საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად უარი ეთქვათ ხორცის პროდუქტების მიღებაზე. 29-30 ივლისს ვაშინგტონში 700 ექიმი იღებდა მონაწილეობას განხილვაში, თუ როგორ მიეწოდებინათ ინფორმაცია თავისი პაციენტებისთვის ხორცის პროდუქტების მიღებით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისა და მცენარეული დიეტის დადებითი მხარეების შესახებ.

ვეგანური დიეტა დაფუძნებული მცენარეულ პროდუქტებზე ასევე ანელებს ტვინის სიბერეს, ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტისა და სხვა საშიში დაავადებების რისკს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?