კატა სიკვდილისგან ერთი წუთით ადრე იხსნეს: საშინელი ფოტოს ისტორია ხორცის ფესტივალიდან
კატა სიკვდილისგან ერთი წუთით ადრე იხსნეს: საშინელი ფოტოს ისტორია ხორცის ფესტივალიდან
ამ სულისშემძვრელმა ფოტომ მსოფლიო მოიარა. ის ჩინეთის ქალაქ იუილინში, ხორცის ფესტივალზეა გადაღებული იმ მომენტში, როდესაც ერთ-ერთმა “ტუსაღმა” გალიიდან გაქცევა სცადა. საშინელება, სასოწარკვეთა, იმედი და გამოუვალობა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია გრძნობათა იმ გამიდან, რომელიც შეგვიძლია მის თვალებში ამოვიკითხოთ.

იულინში ყოველ წელს იმართება ხორცის ფესტივალი, რომლის დროსაც ადგილობრივი მოვაჭრეები ძაღლის ხორცისგან საჭმელს აკეთებენ. დღესასწაულის დროს 10 000-მდე ოთხფეხა იღუპება.

Zooclub

საბედნიეროდ, ამ კატას გაუმართლა - ის ცოცხალი გადარჩა. ის ცხოველთა დაცვის ლიგის (Animal Rescue League) აქტივისტებმა გადაარჩინეს ჩინურ საერთაშორისო ჰუმანურ საზოგადოებასთან (Humane Society International)
ერთად, რომლების სწორედ იმ მომენტში გამოჩნდნენ.

კატამ, გადარჩენის იმედით, რკინის რიკულებზე ასვლა დაიწყო. ის ძალიან
ცუდ მდგომარეობაში იყო, ჭუჭყიანი, სასოწარკვეთითა და შიშით სავსე დიდი ველური თვალებით”, - ჰყვება Humane Society International-ის წარმომადგენელი პიტერ ლი.

Zooclub

აქტივისტებმა კატა სხვა გადარჩენილ ცხოველებთან ერთად ვაშინგტონის თავშესაფარში გაგზავნეს. იღბლიან კატას ხურუ დაარქვეს. ის ამჟამად ახალ ცხოვრებასთან ადაპტაციას გადის. სხვა გადარჩენილ ცხოველებთან ერთად ის თავშესაფარში იცხოვრებს, სანამ მოსიყვარულე პატრონს არ იპოვის.

ზოგი კატა და ძაღლი ასევე გადაურჩა სიკვდილს გულისხმიერი ადამიანების წყალობით, რომლებიც ხორცის ფესტივალზე სპეციალურად მათ გადასარჩენად ჩავიდნენ. მათგან ერთ-ერთია 65 წლის პენსიონერი ქალბატონი, ყოფილი მასწავლებელი სიაოუნ იანგი, რომელმაც 1000 დოლარზე მეტი გადაიხადა, რომ 100 ძაღლი გამოესყიდა. ამჟამად მასთან სახლში უკვე 1500 გადარჩენილი ძაღლი და კატა ცხოვრობს.

Zooclub
ამათი მტერი...
ჩემი ნება, რომ იყოს ერთიანად გაჟუჟავდი იულინის მოსახლეობას ვინც მაგ ფესტივალში მონაწილეობს ან ერთმანეთს დავაჭმევინებდი ისე გავუხდიდი საქმეს...
დალი აღდგომელაძე
თამარს ვეთანხმები
Anano
"გაწყდნენ ერთ დღეს" სთქვა ქალბატონმა და ბარკალი ყვაში გაიქანა. :/ გაითვალისწინეთ, რომ იმ ამოსაჯუჟთა სიაში, თქვენ რომ გულმოდგინედ შეადგინეთ არიან ადამიანები ვინც ასეთ სიმხეცეში მონაწილეობას არ იღებს და პირიქით იბრძვის ამის წინააღმდეგ, თუმდაც ზემოაღნიშნული ცხოველთა უფლებათა დამცველები.
maia
სახორცე ცხოველები დაილია კატა და ძაღლი რომ არ ჭამონ მაგ ვითომ და ადამიანებმა? უჯიშოები ეგენი. ფუუუ
manana-sh
ნეტავ სამყარო ისე იყოს მოწყობილი, ადამიანი ხორცს არ ჭამდეს....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?