დაშავებული მელია სიკვდილს ებრძოდა, თუმცა, კეთილი ადამიანის დახმარების მეორე შანსი მიეცა (+ვიდეო)
დაშავებული მელია სიკვდილს ებრძოდა, თუმცა, კეთილი ადამიანის დახმარების მეორე შანსი მიეცა (+ვიდეო)
საბედნიეროდ, კიდევ არსებობენ მსოფლიოში კეთილი ადამიანები, რომლებიც უმწეო ცხოველებზე უანგაროდ ზრუნავენ. 

ჯენიფერმა გზის პირას იპოვა მელია, რომელიც გაუნძრევლად იწვა. როგორს ჩანს, ის მანქანამ იმსხვერპლა. ქალს ეგონა, რომ ცხოველი მოკვდა. მოძებნა მუყაოს ყუთი, მელია ჩააწვინა და მის დამარხვა დააპირა, როდესაც ჯენიფერი მიხვდა, რომ ცხოველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ის სუსტად სუნთქავდა და სიკვდილს ებძოდა.

ქალმა მელია ონტარიოს (აშშ) გარეულ ცხოველთა დახმარების ცენტრში გადაიყვანა. არავის ეგონა, რომ ის გადარჩებოდა და ფეხზე გაივლიდა, თუმცა, მომვლელების რამდენიმე დღიანმა შრომამ გაამართლა.

ცხოველი ნელ-ნელა სიცოცხლისკენ დაბრუნდა. მან დამოუკიდებლად კვება
დაიწყო და დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლო.

Zooclub

მას თამი დაარქვეს და მელიების გადარჩენის ცენტში გადაიყვანეს, სადაც ბინადრობენ
ისეთი მელიები, რომლებსაც ველურ ბუნებაში დამოუკიდებლად ცხოვრება გაუჭირდებათ.

"ბედნიერი ვარ, რომ ჩემი უმნიშვნელო წვლილით თამის სიცოცხლე დაუბრუნდა."- ამბობს ჯენიფერი.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

მამაკაცი კატის დასახმარებლად გაიქცა, თუმცა, იქ დიდი სურპრიზი დახვდა

პატარა კოალა ნაავარიევ დედას ოპერაციის დროსაც არ ტოვებდა და გულზე ეხუტებოდა

"მე ბერტამ გადამარჩინა, ჩვენმა ძაღლმა"... მაშველები ნანგრევებში ძაღლს ეძებენ...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?