"მე ბერტამ გადამარჩინა, ჩვენმა ძაღლმა"... მაშველები ნანგრევებში ძაღლს ეძებენ...
"მე ბერტამ გადამარჩინა, ჩვენმა ძაღლმა"... მაშველები ნანგრევებში ძაღლს ეძებენ...
13 ივლისს, დილის 5 საათზე პერმში ხუთსართულიანი სახლის პირველი სადარბაზოს კუთხე ჩამოინგრა. ადგილი პოლიციამ შემოსაზღვრა. ოპერატიულმა ჯგუფებმა დაიწყეს სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, კუიბიშევის 103-ში ნგრევის შედეგად დაზიანდა მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სართულებზე განლაგებული 8 ბინა.

ერთ-ერთი დაზარალებულის, დიმიტრი პიგალევის ბინიდან მხოლოდ საპირფარეშო გადარჩა, სადაც ბინის პატრონი იმყოფებოდა ნგრევის მომენტში. ასევე გადარჩნენ ოჯახის წევრები, რადგან მისი ცოლ-შვილი იმ დროს აგარაკზე იმყოფებოდნენ.

დიმიტრ
ის გაუმართლა, რადგან ჩამონგრევის დროს ის ყველაზე დაცულ ადგილას, საპირფარეშოში იმყოფებოდა.

"დილით, ჩვეულებრივზე ადრე ბერტამ, ჩემმა ძაღლმა გამომაღვიძა. ის შფოთავდა, ჩანდა, რომ გარეთ გასვლას ითხოვდა. თუმცა, შეიძლება გრძნობდა საშიშროებას. სანამ გავასეირნებდი საპირფარეშოში შევედი.
უცებ მესმის დიდი ხმაური. გამოვედი და.. აღმოჩნდა, რომ ჩემი ბინიდან მხოლოდ საპირფარეშო გადარჩა... კიდევ კარგი, ოჯახი ამ დროს აგარაკზე იყო. მე საოცრად გამიმართლა",- ჰყვება ბერტას პატრონი. 

დიმიტრი თავად გამოვიდა სახლის ნანგრევებიდან. მისი ცოლ-შვილი იმ დღესვე ჩამოვიდა აგარაკიდან.

მაშველები ჯერ კიდევ ნანგრევებში მუშაობენ. იქ შეიძლება კიდევ იყვნენ დაშავებული ადამიანები და გმირი ძაღლი, სახელად ბერტა.

მიახლოებითი ვერსია ნგრევის მიზეზის არის არა რაიმე სახის აფეთქება, არამედ სახლის მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომები.

"ძაღლს ვერ პოულობენ. მე ბერტამ გადამარჩინა. მას რომ არ გავეღვიძებინე ალბათ აღარც ვიქნებოდი ცოცხალი. ბერტა ჯერ ორი წლისაც არ არის, სულ პატარაა. შეეშინდა და გაიქცა ალბათ",- ამბობს მადლიერი და იმედიანი პატრონი.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?