პატარა კოალა ნაავარიევ დედას ოპერაციის დროსაც არ ტოვებდა და გულზე ეხუტებოდა
როდესაც დაშავებული კოალა ავსტრალიის გარეულ ცხოველთა ვეტ
- ჰოსპიტალში წაიყვანეს, მისი პატარა შვილი გვერდიდან არ შორდებოდა. კოალას მანქანამ დაარტყა. თვითმხილველების თქმით, მისი შვილი ახლოს იმყოფებოდა, როცა დაშავებული დედა დაინახა, მივიდა ჩაეხუტა და აღარ შორდებოდა.
6 თვის კოალა დედასთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულ ცხოველს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა, მაგრამ შვილი დედას ვერ მოაშორეს, ამიტომ ოპერაციის მსვლელობისას პატარა არსება დედას გულზე ჰყავდა მიხუტებული.
საბედნიეროდ, დაშავებული ცხოველი გადარჩა და მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
"წარმოდგენაც არ მინდოდა, როგორ გადაიტანდა ეს პატარა არსება დედის სიკვდილს. ოპერაციის განმავლობაში დედის გულთან იყო მიხუტებული."- ამბობს ვეტერინარი.