სანამ ის გამოჩნდებოდა, პატარა კენგურუები დაღუპული დედის ჩანთაში იხოცებოდნენ.. (+ფოტო)
სანამ ის გამოჩნდებოდა, პატარა კენგურუები დაღუპული დედის ჩანთაში იხოცებოდნენ..  (+ფოტო)
გსმენიათ ნიანგი დანდის შესახებ? კენგურუ დანდის შესახებ? კრის ბარნსი ვარსკვლავია ავსტრალიის შესახებ ფილმებისა,  სახელად “კენგურუ დანდი”. ასევე კრისი ნამდვილი გმირია პატარა კენგურუებისთვის, რომელთა დედები დაიხოცნენ, ისინი კი ჩანთას თავს ვერ აღწევდნენ.

ცხოველთა მოყვარული კრის ბარნსი ასევე ცნობილია ზედმეტსახელით “Brolga”, რაც ავსტრალიურ წეროს ნიშნავს. თავისი ზედმეტსახელი მან შემთხვევით არ დაუმსახურებია. ადრე კრისი დასავლეთ ავსტრალიაში ფრინველების გადარჩენით იყო დაკავებული. ახლა იგი ობოლი კენგურუებისთვის გახსნილ ნაკრძალში მუშაობს.

თუ გგონიათ, რომ მსგავსი შემთხვევები ცოტაა, ძალიან ცდებით. სინამდვილეში კენგურუები ძალიან ხშირად ხვდებიან მანქანის ბორბლების ქვეშ.

კრისი ქუჩის
პირას მანქანით გატანილი კენგუროების ჩანთებში პატარა კენგურუებს პოულობს.

“ერთხელ, გიდად მუშაობის დროს  დავინახე კენგურუ, რომელიც გზაზე
იწვა. ავტობუსიდან შესამოწმებლად გადმოვედი. როგორც ჩანდა, კენგურუ უკვე რამოდენიმე დღის წინ იყო დაღუპული, მაგრამ ჩანთაში ჯერ კიდევ ცოცხალი შვილი ეჯდა.

ამოვიყვანე ის და პაპაუ დავარქვი. დავაპურე, ვუმკურნალე და ერთი წლის შემდეგ ისევ ბუნებაში გავუშვი."

ეს კრის ბარნასის პირველი სამაშველო გამოცდილება იყო, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა ნაკრძალი გაეკეთებინა.
“უამრავი ადამიანი გულგრილად ჩაუვლის ხოლმე დაღუპულ კენგურუებს და ისიც არ იციან, რომ შეიძლება მათ მუცელში სწორედ ახლა ჯერ კიდევ ცოცხალი პატარა კენგურუ იჯდეს.

კრისმა პატარა კენგურუების სამაშველო ცენტრი გახსნა, მაგრამ მალე აღმოაჩინა, რომ ადგილი არ იყო სამყოფი და საჭიროებდა გაფართოებას.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ორ ადგილას მუშაობდა, ამის უფლებას თავს მაინც ვერ მისცემდა, მაგრამ კრისი ბიძის დატოვებულმა მემკვიდრეობამ გადაარჩინა.

დღეს კრის ბარნსი განაგრძობს ნაკრძალის ტერიტორიის გაზრდას და უვლის პატარა კენგურუებს. მისი დამსახურება BBC-ის არხმაც კი აღნიშნა, მასზე სპეციალურად გადაღებულ რეპორტაჟში, სახელად “კენგურუ დანდი”.

დღესდღეობით, კრისს დიდი ტერიტორია აქვს, სადაც ბუჩქნარი და სხვადასხვა ასაკის კენგურუსთვის და სხვა ცხოველებისთვის განკუთვნილი 30 სახლია განლაგებული.

“ამის გაკეთება ყველას შეუძლია”, - ამბობს კრისი.

იგი ბუჩქნარისა და სხვა მცენარეულობის ხელშეუხებლად შენარჩუნებას ცდილობს იმისათვის, რომ პატარა კენგურუებმა თავი მაქსიმალურად ველურ ბუნებაში იგრძნონ.

კრისმა კენგურუებისთვის პატარა ბალიშითა და საბნებით აღჭურვილი ჩანთები გააკეთა, რომ მათ არასოდეს შესცივდეთ და თავი დაცულად იგრძნონ.

როგორც კი კენგურუები გაიზრდებიან და უკვე მზად იქნებიან დამოუკიდებლად იცხოვრონ, კრისი მათ ველურ ბუნებაში უშვებს.

გახნის მომენტიდან (2005 წ.) ნაკრძალმა 200-ზე მეტი კენგურუ გადაარჩინა.

კენგურუები პატარა ბავშვებივით მუდმივ მოვლას საჭიროებენ.

მის წარმოუდგენელ ძალისხმევას გულუხვმა შემოწირულობებმა შეუწყვეს ხელი.
შემდეგი მიზანი ნაკრძალის ტერიტორიაზე ცენტრალური ავსტრალიის პირველი ცხოველების საავადმყოფოს შექმნაში მდგომარეობს.

ცხოველებისადმი არაამქვეყნიური სიკეთისა და დამსახურებების გამო, კრისი 2014 წელს “წლის ავსტრალიელად” დასახელდა.


იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?