3 კვირის იყო, როცა დედა მანქანამ იმსხვერპლა, თუმცა, მისი ცხოვრება ახალმა ოჯახმა რადიკალურად შეცვალა (+ვიდეო)
3 კვირის იყო, როცა დედა მანქანამ იმსხვერპლა, თუმცა, მისი ცხოვრება ახალმა ოჯახმა რადიკალურად შეცვალა (+ვიდეო)
საბედნიეროდ, დედამიწაზე არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც ცხოველების ბედით არიან დაინტერესებულნი და გასაჭირში ჩავარდნილ არსებებს უპატრონოდ არ ტოვებენ.

3 კვირის დაბადებული მელიის ლეკვი სასწაულად გადაურჩა ავტომობილის ბორბლებს, თუმცა, მისი მშობელი უყურადღებო მძღოლის მსხვერპლი გახდა. ახალშობილი მელია სულ მარტო დარჩა. ის კეთილმა ადამიანმა შეამჩნია და ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანა. სწორედ იქ შეხვდა თავის მომავალ ცხოველთა მოყვარულ ოჯახს, რომელსაც სახლში ჰყავდა კოლის ჯიშის ძაღლი, სახელად ზივა, ბენგალური კატა, სახელად ლეო და ორი დეკორატიული გოჭი.  

ძაღლმა ახალშობილი მელია ძალიან თბილად მიიღო. მეტიც, ის პატარა ცხოველს მშობლის მაგივრობას
უწევდა. 

არავინ ელოდა, თუმცა,  არც კატა ლეო შეხვედრია გარეულ ცხოველს  აგრესიულად. პატარა მელიას დინოზო დაარქვეს.

Zooclub

დინოზო თავის ახალ ოჯახთან ბედნიერად გრძნობს თავს.


ამ ოჯახში  ცხოველები ნამდვილ სამოთხეში ცხოვრობენ. მათი სახლი ტყის პირას მდებარეობს, აქვთ ულამაზესი ეზო, სადაც ცხოველები დიდ დროს ატარებენ და რაც მთავარია, ერთმანეთისგან განსხვავებული არსებები ნამდვილი მეგობრები არიან.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

ამ ლეკვებს მეტად უცნაური ძიძა ჰყავთ

დედა კატამ ახალშობილი ციყვი იშვილა

სხვადახვა სახეობის ცხოველი და მათი ერთი მშობელი
გალერეა
*
მისაბაძია ამ ოჯახის სიყვარული ცხოველების მიმართ,მაგრამ ჩემი აზრით გარეული ცხოველი ცოდვაა,ტყეში უნდა გაუშვან თავის თანამოძმეებთან.
nini
საყვარლები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?