ამ ლეკვებს მეტად უცნაური ძიძა ჰყავთ (+ვიდეო)
ამ ლეკვებს მეტად უცნაური ძიძა ჰყავთ (+ვიდეო)
არა ერთხელ დავრწმუნდით, რომ სხვადასხვა სახეობის ცხოველს მეგობრობა და ერთმანეთის მიმართ მზრუნველობა შეუძლიათ. ეს ამბავი კიდევ ერთი ფაქტია, რომელიც ამტკიცებს მათი სიყვარულსა და მზრუნველობას.

უცნაური ცხოველი კაპიბარა, სახელად ჯოჯო ძუძუმწოვარი მღრღნელების რიგს მიეკუთვნება. ის მღრღნელებს შორის ყველაზე დიდი ზომის იზრდება და ზრდასრულ ასაკაში შესაძლოა 50 კგ-მდეც გახდეს.

სწორედ კაპიბარა ჯოჯო მზრუნველობს პატარა ლეკვებზე, რომლებიც უდედოდ იზრდებიან. ჯოჯო დიდი სიყვარულითაა მათდამი განწყობილი, ეთამაშება ლეკვებს
და ყურადღებითაა ამ პატარა ცხოველების მიმართ. ლეკვებიც, როგორც მშობელს ისე აღიქვამენ.

Zooclub

ეს მღრღნელი ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში მდინარეებისა და ტბების სიახლოვეს, თუმცა, ჯოჯო ოჯახში გაიზარდა. ის მიეჩვია ბინაში ცხოვრებას და მეტიც, მისგან სავსებით
განსხვავებული ცხოველები იშვილა.

ჯოჯო საუკეთესო ძიძაა ლეკვებისთვის. იხილეთ ვიდეო, როგორ მზუნველობს კაპიბარა პატარა ლეკვებზე.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?