რა ხდება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ალასკის ტყეში? (+ვიდეო)
რა ხდება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ალასკის ტყეში? (+ვიდეო)
ალასკის ტყეებში არა ერთი ცხოველი ბინადრობს, თუმცა, ზამთარში ეს ადგილი გამოირჩევა საშინელი ყინვებით. დათვები, მგლები, მელიები და სხვა ცხოველები ადაპტირებულნი არიან ადგილობრივ ყინვებს. თუმცა, ცივი ზამთრის დასაწყისში, პატარა ხის ბაყაყი, რომელიც ასევე ალასკის ბინადარია, ყინვისგან თავის დასაცავად, საოცარ ტრანსფორმაციას ახდენს.

კერძოდ, ცივი ზამთრის დასაწყისში, მას შესწევს უნარი, გაიყინოს 60%-ით და მეტიც, მისი გულიც წყვეტს მუშაობას.

Zooclub

როგორც უკვე ვთქვით, ალასკაში საკმაოდ ცივი ზამთარია, ხის ბაყაყი კი თავის თავს იცავს მთელი ზამთრის განმავლობაში. ზამთრის დასაწყისიში, მისი სხეული მთლიანად ყინულითაა დაფარული, ხოლო ზამთრის
მიწურულს იწყებს გალღვობას და ისევ უბრუნდება ჩვეულ ფორმას.

მეცნიერების თქმით, ხის ბაყაყის კანის უჯრედი შეიცავს
დიდი რაოდენობით კრიოდამცავ ელემენტს, რომელიც მის კანს უჯრედის კვდომის, გაყინვის, შიმშილის და შეკუმშვისგან იცავს, ისე რომ კანი არ დაუზიანდეს.

Zooclub

იხილეთ ვიდეო, როგორ ტრანსფორმირდება ყინვისას ხის ბაყაყი, ხოლო კლიმატის დათბობისას, როგორ უბრუნდება თავის ბუნებრივ ფორმას.

ასევე იხილეთ: 

აფრიკულ სპილოებს წვიმის ხმა 100 კილომეტრის სიშორიდან ესმით

თაფლის ტკბილი ჭიანჭველები

აქვს თუ არა თქვენს ცხოველს კანის დაავადება?!


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?