აფრიკულ სპილოებს წვიმის ხმა 100 კილომეტრის სიშორიდან ესმით
აფრიკულ სპილოებს წვიმის ხმა 100 კილომეტრის სიშორიდან ესმით
მეცნიერების ჯგუფმა ავსტრალიიდან და ამერიკიდან, ჩაატარა კვლევა იმის გასარკვევად, თუ რა ფაქტორები აიძულებენ აფრიკულ სპილოებს, მოულოდნელად, მოწყდნენ ადგილს სეზონური გადაადგილების დროს.

როგორც აღმოჩნდა, სპილოებს აქვთ უნარი გაიგონ, თუ რა ხდება მათგან 100 კილომეტრის დაშორებით. მეცნიერებმა გაანალიზეს 9 სპილოს მოძრაობა, 7 წლის მანძილზე, GPS-ის მიხედვით. ამის გარდა, ისინი აფიქსირებდნენ მშრალი სეზონიდან ნესტიან სეზონზე გადასვლას ნიადაგით, თუ თანამგზავრის ფოტოებით. ასევე, ადგილს, სადაც მოდის წვიმა, მანძილს ამ ადგილსა და სპილოებს შორის და წვიმის ხანგრძლივობას.

მონაცემების ანალიზმა უჩვენა, რომ თუმცა, სხვადასხვა წლებში სპილოები მოძრაობის მიმართულებას
იცვლიდნენ
და მთლიანობაში, განსხვავებულად იქცეოდნენ, ყოველ ჯერზე, როგორც კი წვიმა წამოვიდოდა მათგან 100 კილომეტრის დაშორებით და უფრო შორ მანძილზეც, ისინი მოძრაობის მიმართულებას იცვლიდნენ.

მეცნიერების აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ წვიმის დროს გარკვეულ სიხშირეზე წარმოქმნება ინფრაბგერა (რასაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს), რომელიც სპილოებამდე აღწევს და მათ გადაადგილებას აიძულებს.

ამასთან, მეცნიერებმა პირველად აღნიშნეს სპილოების სმენის განსაკუთრებულობა. 2014 წლის გაზაფხულზე სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ აფრიკულ სპილოებს შეუძლიათ ადამიანების ენის, სქესის და დაახლოებითი ასაკის გარჩევა და ასევე, იმის გარკვევა, თუ რამდენად საშიშები არიან ეს ადამიანები მათთვის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?