როგორც ყველა ჭიანჭველა, თაფლის ჭიანჭველებიც კოლონიებით ცხოვრობენ. ყოველი კოლონია ქალაქივითაა, შეიძლება, იყოს პატარა ან უზარმაზარი. კოლონიებში 100-დან რამდენიმე მილიონამდე ინდივიდი ცხოვრობს. მათ დედოფალს დღე-ღამეში 1500 კვერცხის დადება შეუძლია.
თაფლის ჭიანჭველები იკვებებიან თაფლის ცვრით, რომლითაც მათ მცენარის ბუგრი ამარაგებს. ბუგრი იკვებება მცენარეების წვენით, რომელიც დიდი რაოდენობით გლუკოზას შეიცავს. იგი შაქრის დანამატს მცენარეების ფოთლებზე გამოყოფს. ჭი

მაგრამ გადარჩენისთვის უდაბნოში მხოლოდ ბუგრზე დაყრდნობა არ არის კარგი, ამიტომ თაფლის ჭიანჭველები საკვებს იმარაგებენ.
კოლონიაში არის ამ ჭიანჭველების ცალკე სახეობა - "თაფლის კასრი". მათ აქვთ ელასტიური მუცელი, რომელიც საკვების შესანახ ადგილს წარმოადგენს. ჭიანჭველებისთვის მძიმე ჟამს, ეს "კასრები" კოლონიას საჭმლით უზრუნველყოფს.

ხშირად ისეც ხდება, რომ "თაფლის კასრები" გადაივსება იმდენად, რომ საკუთარი ძალებით მოძრაობა აღარ შეუძლიათ, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან, ჭიანჭველების სახლის ზედა ნაწილს დაეკიდნონ.
როდესაც ჭიანჭველები საჭმელს საჭიროებენ, ისინი "თაფლის კასრებთან" მიდიან და ფაქტობრივად მათგან იღებენ საკვებს. ეს საშუალებას აძლევთ დედოფალს, მამალსა და მუშა ჭიანჭელებს ეფექტურად განვითარდნენ, რადგან თაფლის ცვარი ფრუქტოზასა და გლუკოზას შეიცავს და ეს ჭიანჭველებს ენერგიის აუცილებელ ულუფას აძლევს.

თაფლის ცვარი არა მხოლოდ ჭიანჭველებს უყვართ, არამედ ავსტრალიელ აბორიგენებსაც. ისინი ჭიანჭველების თაფლის კოლონიებს პოულობენ და იჭერენ "თაფლის კასრებს". მათთვის ეს ტკბილი სასუსნავია ისევე, როგორც ჩვენთვის - კანფეტები.