"ყველა ცხოველი სამოთხეში მიდის"
"ყველა ცხოველი სამოთხეში მიდის"
კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა, პაპმა ფრანცისკემ განაცხადა მათ დასამშვიდებლად, ვისაც ოთხფეხა ბინადარი დაეღუპა, რომ ყველა ცხოველი სამოთხეში მიდის.

"კათოლიკური ეკლესია ადამიანებს ასწავლის, რომ ღმერთი ყველა სულიერის მფარველია. ზეციური სამოთხე ყველასათვის ღიაა და ღმერთი ყველა სულიერ არსებას სიყვარულით მიიღებს."- ამბობს რომის პაპი.

ფრანცისკე ცნობილია, როგორც ცხოველების დიდი მოყვარული. როდესაც ის რომის პაპი გახდა, სახელი ფრანსისკე წმინდა ფრანცისკე ასიზელის საპატივცემულოდ დაირქვა. იგი ცხოველების დამცველ წმინდანად ითვლება.

რომის პაპმა თავისი განცხადებით, ცხოველებისადმი სიყვარული გამოხატა. მან დალოცა ერთ-ერთი ჟურნალისტის ძაღლი და უსახლკარო ადამიანი თავის ოთხფეხა
ბინადართან ერთად.

ასევე იხილეთ:

სამოთხე კატებისთვის
manana-sh
ლიზა, გეთანხმები მაგრამ არა მგონია მე პირადად სამოთხეში მოვხვდე, ეს ხომ მხოლოდ იმათი ხვედრია, ვინც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, მე კი თვეში ერთხელაც ვერ ვახერხებ ეკკლესიაში მისვლას, ლოცვებზე და ზიარებაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ეჰ.....
რევაზი
არ მინდა სამოთხეში, ძაან მოწყენილობა იქნება.
liza
მართალია, არ ვიცი ჩვენი მართმადიდებლური ეკლესია რას ფიქრობს ამაზე, მე პირადად არ მინდა ისეთი სამოთხე თუ იქ ცხოველები და ფრინველები არ არიან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?