"ყველა ცხოველი სამოთხეში მიდის"
"ყველა ცხოველი სამოთხეში მიდის"
კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა, პაპმა ფრანცისკემ განაცხადა მათ დასამშვიდებლად, ვისაც ოთხფეხა ბინადარი დაეღუპა, რომ ყველა ცხოველი სამოთხეში მიდის.

"კათოლიკური ეკლესია ადამიანებს ასწავლის, რომ ღმერთი ყველა სულიერის მფარველია. ზეციური სამოთხე ყველასათვის ღიაა და ღმერთი ყველა სულიერ არსებას სიყვარულით მიიღებს."- ამბობს რომის პაპი.

ფრანცისკე ცნობილია, როგორც ცხოველების დიდი მოყვარული. როდესაც ის რომის პაპი გახდა, სახელი ფრანსისკე წმინდა ფრანცისკე ასიზელის საპატივცემულოდ დაირქვა. იგი ცხოველების დამცველ წმინდანად ითვლება.

რომის პაპმა თავისი განცხადებით, ცხოველებისადმი სიყვარული გამოხატა. მან დალოცა ერთ-ერთი ჟურნალისტის ძაღლი და უსახლკარო ადამიანი თავის ოთხფეხა
ბინადართან ერთად.

ასევე იხილეთ:

სამოთხე კატებისთვის
გიორგი
არ ვიცი არის თუ არა სამოთხე მაგრამ, თუ იქ ცხოველები არ იქნებიან მაშინ მეც არ მინდა იქ
maka
მე მყავს ძაღლი, რომელსაც ყველაზე დიდი სული აქვს,ცხოველებიც ღმერთმა შექმნა, ადამიანებთან ერთად-და სამოთხე იმიტომ ჰქვია,-რომ ყველამ ერთად ჰარმონიული თანაცხოვრების გემო იგემოს....
რუსუდან
წარღვნის დროს ღმერთმა ადამიანებთან ერთად ცხოველებიც გადაარჩინა.ეს არ უნდა დაავიწყდეთ იმათ,ვინც ცხოველებს არაფრად მიიჩნევს.სამოთხეში მოსახვედრად მარტო ეკლესიაში სიარული და ზიარება რომ საკმარისი იყოს,ბევრი ბოროტი მოხვდებოდა იქ.შეიძლება ეკლესიაში ვერ ახერხებდე მისვლას,მაგრამ შენი ცხოვრებით დაიმსახურო სამოთხეში მოხვედრა.
ხატია.
ცხოველებს გააჩნიათ სამშვინველი და არა სული, შესაბამისად ისინი კვდებიან და არა გარდაიცვლებიან, ამიტომ ეგრედწოდებული "სულიც" კვდება მათთან ერთად. ნუ გადამრიეთ რა სამოთხე კარგით რაა.
რუსუდანი
მანანა-სჰ სამოთხეში მოსახვედრად მთავარია 4 რამ:აკეთო სიკეთე,მოინანიო ცოდვები,აპატიო და არ განიკითხო.დანარჩენი მეორე ხარისხოვანია.ცხოვლები კი ღმერთს უყვარს,რადგანაც ისინიც,ისევე,როგორც ჩვენ, ღმერთის შექმნილები არიან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?