სამოთხე კატებისთვის (+ფოტო)
სამოთხე კატებისთვის (+ფოტო)
მიტოვებული, გამოგდებული, ან დაკარგული შინაური ბინადრებისთვის კალიფორნიაში შეიქმნა სპეციალური თავშესაფარი. სადაც უამრავი კატა, 7 000 -მდე ძაღლი და თხა ცხოვრობს. სახლი ნამდვილი სამოთხეა ცხოველებისთვის. აქ არ არსებობს გალიები და მათ თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება შინ, თუ ეზოს ტერიტორიაზე.

ეს ადგილი, ყველაზე დიდი თავშესაფარია ცხოველების, სადაც ყველა ბინადარი თანასწორია, არ ხოცავენ მათ და ყველას პატრონობენ სრულფასოვნად, ისე როგორც ოჯახში.

"კატების სახლი" 2 წლის წინ დაფუძნდა და ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციამ გადაარჩინა 24 000-ზე მეტი კატა, ასევე 7 000-ზე მეტი ძაღლი.

"ჩემთვის ის,
რომ ცხოველები გალიაში იყვნენ, არ ნიშნავს სიცოცხლეს. ჩვენ ბინადრებს მაქსიმალური თავისუფლება
უნდა ჰქონდეთ. კატებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ ეზოში სეირნობა და ხეზე ძრომიალი." – ამბობს "კატების სახლის" დამაარსებელი ლინეა ლატენზიო.

და მართლაც, ამ ცხოველებისთვის "კატების სახლში" ცხოვრება სამოთხეა. ამ სახლში განლაგებულია რბილი ავეჯი, სხვადასხვა სახის სათამაშო, სახლისთვის აუცილებელი ინვენტარი და ა.შ. რომელიც იქ მცხოვრები ცხოველებისთვის არის განკუთვნილი. ასევე სახლს აქვს ლამაზი ეზო, სადაც ცხოველები ერთობიან. იქ მცხოვრები თითოეული კატა, ძაღლი, თუ თხა ბედნიერად გრძობს თავს.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
la
ნეტა საქართველოშიც გამოჩნდეს ვინმე მადლიანი ადამიანი და ასეთი თავშესაფარი გააკეთოს
maia
ღმერთმა დალოცოს ასეთი ადამიანები
რუსუდანი
ამ სამოთხის შემქმნელ ადამიანებს ეწოდებათ ნამდვილი ადამიანები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?