ცხოველების საქალაქთაშორისო რკინიგზით ტრანსპორტირების წესები საქართველოში
ცხოველების საქალაქთაშორისო რკინიგზით ტრანსპორტირების წესები საქართველოში
ალბათ, ყველას გვქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც მთელი ოჯახით ქალაქიდან გავდივართ, არ შეგვიძლია, ჩვენი შინაური ცხოველი ვინმეს დავუტოვოთ და მისი თან წაყვანა გვიწევს.

ცხოველების ტრანსპორტირების საკითხი საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას, რადგან ჩვენი ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი არ არის გათვალისწინებული საკუთრივ ცხოველთა მგზავრობისთვის. შესაბამისად, ცხოველების პატრონები, შესაძლოა, მათი გადაყვანის დროს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

როგორც ZooClub.ge-ს საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, მგზავრს თუ ცხოველ(ებ)ის გადაყვანა სურს, მას მთლიანი კუპის დაქირავება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოველებთან ერთად მგზავრობა ნებადართული არ არის.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, მცირე
ზომის ცხოველი შესაბამის ყუთში უნდა მოთავსდეს და ასე უნდა მოხდეს მისი გადაყვანა, დიდი ზომის ძაღლებს
კი აუცილებლად უნდა ეკეთოთ ალიკაპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი გადაყვანა ნებადართული არ იქნება. ცხოველთა პატრონებმა თან უნდა იქონიონ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ცხოველს ყველა აცრა და ვეტერინარული პროცედურა ჩატარებული აქვს.

საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მიხედვით, ცოცხალი ცხოველები ტერმინ "ტვირთში“ იგულისხმება: «ტვირთი» - ქონება, მათ შორის, ცოცხალი ცხოველები, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები ან ანალოგიური საგნები, გადასაზიდი ან შესაფუთი მოწყობილობები, რომლებიც ტვირთმფლობელის მიერ მიწოდებულია გადასაზიდად,“ - ვკითხულობთ კოდექსში.

2003 წელს გამოცემული #24 დოკუმენტის კონსოლიდირებული, უახლესი ვერსიის მიხედვით “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მცირე ზომის შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა დასაშვებია ყველა ვაგონით (რბილი და საბავშვოს გარდა), თუ ამას არ კრძალავს ვეტერინარული წესები. პატარა შინაური ცხოველები და ფრინველები უნდა მოთავსდეს ყუთებში, კალათებში და თავისუფლად განლაგდეს ხელბარგის გადასაზიდად გამოყოფილ ადგილზე (მუხლი 70).

სამგზავრო მატარებლებში დიდი ჯიშის ძაღლების, მათ შორის, სასამსახურო ძაღლების, გადაყვანა წარმოებს:

ა) საბარგო ვაგონებში სპეციალური კონტეინერებით ან ქვეშიანი ყუთებით პატრონების ან თანმხლებების მეთვალყურეობით, რომლებმაც უნდა იმგზავრონ ამავე მატარებელში;

ბ) ლოკომოტივის მომდევნო პირველი მაგარი სამგზავრო ვაგონის არასამუშაო ტამბურში (არა უმეტეს ორი ძაღლისა) თანმხლებების მეთვალყურეობით, რობლებმაც უნდა იმგზავრონ ამავე ვაგონში;

გ) რეგიონალური მატარებლის ტამბურში (არა უმეტეს ორი ძაღლისა) თანხმლების მეთვალყურეობით (მუხლი 71).

1. მცირე ჯიშის ძაღლებისა და ლეკვების გადაყვანა ყველა მატარებლის ყველა მაგარ ვაგონში დაიშვება იმ პირობით, თუ ისინი მგზავრებს ჰყავთ ტარაში (ჩანთაში, კალათაში, გალიაში და სხვა).

2. ძაღლების (ტარაში მოთავსებულთა გარდა) გადაყვანა (მათ შორის, რეგიონალურ მატარებლებშიც) ხდება, თუ მათ უკეთიათ სადრუნჩე, დაბმულნი არიან ჯაჭვით ან თასმით. აკრძალულია გარეული ცხოველებისა და ნებისმიერი სახის მღრღნელების გადაყვანა.

3. ძაღლების ჯგუფური გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის) სახელზე მატარებლის გასვლამდე არანაკლებ 5 დღე-ღამით ადრე შეტანილი წინასწარი განაცხადით, ცალკეულ ვაგონებში იჯარის პირობებით.

4. ძაღლების გადაყვანა ანაზღაურდება ამ წესების 187-ე მუხლით განსაზღვრული წესით. უსინათლოებს მეგზური ძაღლები გადაჰყავთ უფასოდ ყველა მაგარ ვაგონში (72-ე მუხლი).
მგზავრების მიერ პატარა ზომის შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა რეგიონალურ მატარებელში ფორმდება 187-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხოლო მაგისტრალურ და საერთაშორისო მატარებლებში მგზავრს ეძლევა საბარგო ქვითარი, რომლის ერთი პირის მხარეზე წაწერილია „ბარგი მგზავრის ხელზე”. რაც შეეხება 187-ე მუხლს, ასე ჟღერს: ,,მაგისტრალური და საერთაშორისო მატარებლების სამგზავრო ვაგონებით, მგზავრის თანხლებისას, აგრეთვე საბარგო ვაგონებით ძაღლების, პატარა ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა ნაზღაურდება ცალზე ან ადგილზე, როგორც 20 კგ. ბარგისთვის. რეგიონალური მატარებლებით მგზავრის თანხლებით ძაღლები, პატარა ცხოველები და ფრინველები გადაჰყავთ ბილეთებით, რომლებიც რეგიონალურ საბილეთო სალაროებში იყიდება.’’

სამგზავრო მატარებლით დადგენილი ნორმის გადამეტებით ხელბარგის გადაზიდვისა და საფასურის გადახდის გარეშე შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანის შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია ადგილზე გადაიხადოს შესაბამისი კატეგორიის მატარებლით მგზავრობის საფასურისა და ზედმეტი წონის ხელბარგის გადაზიდვის ორმაგი ღირებულება.

თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
8
მეძაღლეებო! ერთი კარგი რამ უნდა გისურვოთ: რადგან ასე გიყვართ ძაღლები, მინდა გისურვოთ, რომ როცა მოკვდებით, "მაშინ ძაღლი მოგაკვდეთ სულში"
v-ს
შენც გაიფართხალე? :D დორბლი ბავშვსაც სდის (თუ დორბლზე შეადარებ) - შენნაირს ბავშვიც არ ეყვარება, მესმის! :) მაშინ სიყვარულს საერთდ ნურც ახსენებ! _ როცა არ იცი რა არის! :D
Tfui -ს
შენნაირ უტვინოებს, უინტელექტოებს, შეუგნებლებს, კომპლექსიანებს და გულღრძებს ვკარგავთ სწორედ ძაღლების გამო და მადლობა ღმერთს! - თქვენნაირებისგან გვათავისუფლებენ ძაღლები. არა და თქვენნაირი კატეგორია ოდესმე მაინც უმტრობს მეგობარს, ამიტომ ძაღლი უნდა მოიყვანოს ადამიანმა, რომ გაიგოს ვინ ვინ არის მის გარშემო და მოისროლოს ისინი, ვისაც ძაღლები არ უყვარს! :)) - საქმე გარშემოთა სიმრავლეში არ არის! შენნაირი რომ გეყოლება გვერდით ათასი და მეგობრობას დაიბრალებს, არ ჯობია 2-3 გყავდეს და მართლა ადამიანი და მეგობარი?! :)))) ძაღლები ნამდვილი მეგობრების პოვნაში გვეხნარებიან და შენნაირ უტვინო-უღირსი ბალასტისგან გვათვაისუფლებენ :) მადლობა მათ!
ქეთი
შეიძლება ძაღლს პირი ღია აქვს და დორბლი გადმოსდის მაგრამ თქვენგან განსხვავებით სისულელეებს და სიძულვილს არ ანთხევს პირიდან, არ ვიცი რა ასაკის და რა სოციალური მდგომარეობის ხართ, მაგრამ ცხოველებისთვის კი არა ბავშვებისთვის და მოხუცებისთვისც საშიში ხართ, ზოგჟერ მათაც ღიაა აქვთ პირი და დორბლიც გადმოსდით.
Zaglis mokvaruli
ტფუი ზუსტად შეირჩიე სახელი ამართლებ და გიხდება.... ნებისმიერი ძაღლი და ცხოველი გჯობია მენტალურად და ერთგულებით
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?