ცხოველების საქალაქთაშორისო რკინიგზით ტრანსპორტირების წესები საქართველოში
ცხოველების საქალაქთაშორისო რკინიგზით ტრანსპორტირების წესები საქართველოში
ალბათ, ყველას გვქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც მთელი ოჯახით ქალაქიდან გავდივართ, არ შეგვიძლია, ჩვენი შინაური ცხოველი ვინმეს დავუტოვოთ და მისი თან წაყვანა გვიწევს.

ცხოველების ტრანსპორტირების საკითხი საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას, რადგან ჩვენი ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი არ არის გათვალისწინებული საკუთრივ ცხოველთა მგზავრობისთვის. შესაბამისად, ცხოველების პატრონები, შესაძლოა, მათი გადაყვანის დროს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

როგორც ZooClub.ge-ს საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, მგზავრს თუ ცხოველ(ებ)ის გადაყვანა სურს, მას მთლიანი კუპის დაქირავება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოველებთან ერთად მგზავრობა ნებადართული არ არის.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, მცირე
ზომის ცხოველი შესაბამის ყუთში უნდა მოთავსდეს და ასე უნდა მოხდეს მისი გადაყვანა, დიდი ზომის ძაღლებს
კი აუცილებლად უნდა ეკეთოთ ალიკაპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი გადაყვანა ნებადართული არ იქნება. ცხოველთა პატრონებმა თან უნდა იქონიონ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ცხოველს ყველა აცრა და ვეტერინარული პროცედურა ჩატარებული აქვს.

საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მიხედვით, ცოცხალი ცხოველები ტერმინ "ტვირთში“ იგულისხმება: «ტვირთი» - ქონება, მათ შორის, ცოცხალი ცხოველები, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები ან ანალოგიური საგნები, გადასაზიდი ან შესაფუთი მოწყობილობები, რომლებიც ტვირთმფლობელის მიერ მიწოდებულია გადასაზიდად,“ - ვკითხულობთ კოდექსში.

2003 წელს გამოცემული #24 დოკუმენტის კონსოლიდირებული, უახლესი ვერსიის მიხედვით “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მცირე ზომის შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა დასაშვებია ყველა ვაგონით (რბილი და საბავშვოს გარდა), თუ ამას არ კრძალავს ვეტერინარული წესები. პატარა შინაური ცხოველები და ფრინველები უნდა მოთავსდეს ყუთებში, კალათებში და თავისუფლად განლაგდეს ხელბარგის გადასაზიდად გამოყოფილ ადგილზე (მუხლი 70).

სამგზავრო მატარებლებში დიდი ჯიშის ძაღლების, მათ შორის, სასამსახურო ძაღლების, გადაყვანა წარმოებს:

ა) საბარგო ვაგონებში სპეციალური კონტეინერებით ან ქვეშიანი ყუთებით პატრონების ან თანმხლებების მეთვალყურეობით, რომლებმაც უნდა იმგზავრონ ამავე მატარებელში;

ბ) ლოკომოტივის მომდევნო პირველი მაგარი სამგზავრო ვაგონის არასამუშაო ტამბურში (არა უმეტეს ორი ძაღლისა) თანმხლებების მეთვალყურეობით, რობლებმაც უნდა იმგზავრონ ამავე ვაგონში;

გ) რეგიონალური მატარებლის ტამბურში (არა უმეტეს ორი ძაღლისა) თანხმლების მეთვალყურეობით (მუხლი 71).

1. მცირე ჯიშის ძაღლებისა და ლეკვების გადაყვანა ყველა მატარებლის ყველა მაგარ ვაგონში დაიშვება იმ პირობით, თუ ისინი მგზავრებს ჰყავთ ტარაში (ჩანთაში, კალათაში, გალიაში და სხვა).

2. ძაღლების (ტარაში მოთავსებულთა გარდა) გადაყვანა (მათ შორის, რეგიონალურ მატარებლებშიც) ხდება, თუ მათ უკეთიათ სადრუნჩე, დაბმულნი არიან ჯაჭვით ან თასმით. აკრძალულია გარეული ცხოველებისა და ნებისმიერი სახის მღრღნელების გადაყვანა.

3. ძაღლების ჯგუფური გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის) სახელზე მატარებლის გასვლამდე არანაკლებ 5 დღე-ღამით ადრე შეტანილი წინასწარი განაცხადით, ცალკეულ ვაგონებში იჯარის პირობებით.

4. ძაღლების გადაყვანა ანაზღაურდება ამ წესების 187-ე მუხლით განსაზღვრული წესით. უსინათლოებს მეგზური ძაღლები გადაჰყავთ უფასოდ ყველა მაგარ ვაგონში (72-ე მუხლი).
მგზავრების მიერ პატარა ზომის შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა რეგიონალურ მატარებელში ფორმდება 187-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხოლო მაგისტრალურ და საერთაშორისო მატარებლებში მგზავრს ეძლევა საბარგო ქვითარი, რომლის ერთი პირის მხარეზე წაწერილია „ბარგი მგზავრის ხელზე”. რაც შეეხება 187-ე მუხლს, ასე ჟღერს: ,,მაგისტრალური და საერთაშორისო მატარებლების სამგზავრო ვაგონებით, მგზავრის თანხლებისას, აგრეთვე საბარგო ვაგონებით ძაღლების, პატარა ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა ნაზღაურდება ცალზე ან ადგილზე, როგორც 20 კგ. ბარგისთვის. რეგიონალური მატარებლებით მგზავრის თანხლებით ძაღლები, პატარა ცხოველები და ფრინველები გადაჰყავთ ბილეთებით, რომლებიც რეგიონალურ საბილეთო სალაროებში იყიდება.’’

სამგზავრო მატარებლით დადგენილი ნორმის გადამეტებით ხელბარგის გადაზიდვისა და საფასურის გადახდის გარეშე შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანის შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია ადგილზე გადაიხადოს შესაბამისი კატეგორიის მატარებლით მგზავრობის საფასურისა და ზედმეტი წონის ხელბარგის გადაზიდვის ორმაგი ღირებულება.

თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
marika
შეიძლება ცხოველი არ უყვარდეს ვინმეს მაგრამ რა სიბრიყვის გამოვლინებაა "მეძაგლე" ან "ადამიანებთანაც უნდათ და ..." მე პირადად ეგეთ ადამიანს ძაგლი და კატა მირჩევნია და ვინმემ სადმე გამიპროტესტოს ჩემი უჭკვიანესი ნაგაზით მგზავრობა რა
ნინო
მეძაღლე რა ტერმინია საერთოდ??? ძაღლის პატრონი!!!! ესე იგი, თუ ძაღლი გყავს, უნდა სამოგზაუროდ ან სხვა რაიონში გადასვლის დროს მიატოვო??? ან საერთოდ უარი უნდა თქვა მგზავრობაზე??? რა იდიოტობაა.. უნდა არსებობდეს ასეთი მგზავრებისათვის გამოყოფილი ერთი ვაგონი მაინც ამ შემთხვევაში... სხვა შემთხვევაში ეს არის არამარტო ადამიანის უფლებათა დარღვევა, არამედ ცხოველთა უფლებების შეზღუდვაც!!! ინგლისში ნებადართულია ცხოველების მიყვანა სამსახურებში, ბავშვებისა კი არა, იმიტომ რომ ისინი უფრო მეტ პრობლემას უქმნიან მშობლებს მუშაობის დროს.... როდის გავხდებით ცივილურები????
ეკა
და შენ რა გინდა საზოგადოებაში??? შენ არ უნდა აგიშვან საზოგადოებრივ ტრანსპორტში შე საცოდავო მახინჯო
ძაღლიც უნდათ და ადამიანებთან ყოფნაც, ვერ არიან..........
რა უნდა ძაღლს და მეძაღლეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში? მეძაღლემ ძაღლი გადაადგილოს მხოლოდ ტაქსით, თუკი ტაქსის მძღოლი თანახმა იქნება. ძაღლიც უნდათ და ადამიანებთან ყოფნაც, ვერ არიან..........
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?