მომაკვდავი მალამუტი პატრონმა მთებში წაიყვანა, რათა ოთხფეხა მეგობრისათვის თოვლი უკანასკნელად ეჩვენებინა
მომაკვდავი მალამუტი პატრონმა მთებში წაიყვანა, რათა ოთხფეხა მეგობრისათვის თოვლი უკანასკნელად ეჩვენებინა
გოგონა თავის მომაკვდავ ძაღლთან ერთად ოთხი საათი მგზავრობდა, რათა ოთხფეხა მეგობარს უკანასკნელად ეთამაშა თოვლით დაფარულ მთაზე.

ცხრა წლის ძაღლი ართრიტით იტანჯებოდა. სამწუხაროდ,  ვეტერინარებმა მკურნალობის ყველა მცდელობა ამოწურეს.

ეშლი მაქს თავისი ძაღლის -  მეგი-მეისთვის,  ევთანაზიამდე რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება სურდა. ალასკური მალამუტი წელიწადზე მეტია, ართრიტის მძიმე ფორმით იტანჯება და გამოსავალი მხოლოდ მისი სამუდამოდ დაძინება იყო. გოგონამ ოთხფეხა მეგობარი შოტლანდიის მთებში წაიყვანა, რათა ცხოველს უკანასკნელად ეთამაშა თოვლში.

Zooclub

"ჩვენ იქ ორი საათი ვისხედით და ბუნების სილამაზით ვტკბებოდით. მეგიმ თოვლში იგორავა და ეს ულამაზესი სანახავი იყო",
- წერს სოციალურ ქსელში ძაღლის პატრონი.

Zooclub

სულისშემძვრელი ისტორია ეშლიმ facebook-ის საკუთარ გვერდზე გააზიარა, რასაც 25
ათასზე მეტი მოწონება და 6 ათასზე მეტი ემოციური კომენტარი მოჰყვა. მან ასევე დაამატა: "უკანასკნელ დროს ყურში ხშირად ვეჩურჩულებოდი, რომ სულ მალე თოვლი მოვიდოდა და დღეს მე დანაპირები შევასრულე - მეგიმ თეთრად დაფარული მთები უკანასკნელად იხილა".

Zooclub

ეშლის თქმით, შინაური ცხოველის დაკარგვა იგივეა, რაც ოჯახის წევრის სიკვდილი. მის ემოციებს ოთხფეხა ბინადრის ყველა პატრონი გაიზიარებს, რადგან ცხოველებს იმდენად წრფელი სიყვარული შეუძლიათ, რომ ყველა ადამიანს ამის უნარი არ გააჩნია.

ასევე იხილეთ:

"საყვარელო დედა, დღეს მე მოვკვდი..."

20 წლის ძაღლმა პატრონს ერთგულება და სიყვარული საფლავის კარამდე დაუმტკიცა

"ძაღლები არასოდეს კვდებიან, მათ ჩვენს გულებში სძინავთ!"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?