"საყვარელო დედა, დღეს მე მოვკვდი..."
"საყვარელო დედა,  დღეს მე მოვკვდი..."
"საყვარელო დედა, დღეს მე მოვკვდი! დღეს მე მოვკვდი, მაგრამ არ ინერვიულო, ეს უმტკივნეულოა! უბრალოდ მარტოობას ვგრძნობდი. ჩემი ცხოვრების ბოლო წუთებში გვერდით არავინ მყავდა, ვინც სიყვარულსა და სითბოს მაჩუქებდა... იმდენად დიდი დრო გავატარე თავშესაფარში, რომ მისი შეყვარება მოვასწარი, რადგან ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. უბრალოდ არ გამიმართლა... სიმართლე გითხრა, არასოდეს გამჩენია კითხვა, თუ რატომ მიჰყავთ თავშესაფრიდან ოჯახში ერთნი, ხოლო სხვები სამუდამოდ პატარა და ცივ გალიებში რჩებოდნენ.

შესაძლოა, ეს ასეც უნდა იყოს.

საყვარელო დედა! გთხოვ, არ იტირო. არ მინდა, რომ
თავს ცუდად გრძნობდე! უბრალოდ მინდა იცოდე - თავშესაფარში ბოლო ამოსუნთქვამდე გელოდი. მინდა გითხრა, რომ თუ
საუკეთესო ოთხფეხა მეგობრის აყვანას გადაწყვეტ, არ იყიდო, მიუსაფარი აიყვანე - ისეთივე დაუცველი და უსუსური, როგორიც მე ვიყავი.

დედა! წლების წინ არავინ აგიხსნა ჩემნაირების საშინელი ყოფა, ამიტომ ჩემსა და ჯიშაინს შორის არჩევანში თანხა გადაიხადე. არ იტირო დედა, მე არ მწყინს შენი გადაწყვეტილება! სურვილი გქონდა შინ დაბრუნებულს ვიღაც კართან დაგხვედროდა - მე ეს შემეძლო, სეირნობისას კომპანიონი გჭირდებოდა - მე ეს შემეძლო... დედა, მე ვიქნებოდი ის, რომელიც შენს გვერდით იქნებოდა ყველაზე მძიმე წუთებშიც კი.

საყვარელო დედა, ეს შენი ბრალი არ არის! ვიცი, რომ შინაურ ბინადარს ოჯახი და  პატრონი მხოლოდ ერთი უნდა ჰყავდეს. უბრალოდ ჩვენ ერთმანეთს არასოდეს შევხვედრილვართ... ეს ალბათ იმიტომ, რომ დედამიწაზე ბევრი ძაღლია და ცოტა დედა... დედებმა ყოველთვის იციან, სად ეძებონ, მაგრამ ზოგჯერ ისინიც ცდებიან, ხომ ასეა?

დედიკო! ნუ იდარდებ, არ იტირო! გასულ ღამეს, როდესაც დავიძინე, დამესიზმრე... შენ თავშესაფარში მოხვედი, გალია გააღე და ეზოში გამიყვანე. შემდეგ ავტომობილში ჩავსხედით  და სახლში წავედით. მე სავარძელზე ვიწექი და გაოცებული ვიყავი - სამყარო უზარმაზარი ყოფილა! ვიცი როგორც გამოიყურები, როგორი სუნი გაქვს, ვიცი შენი ხმა და თმის ფერი. შენ არ იცი, როგორ გამოვიყურები და ეს ნორმალურია - მე ხომ უბრალოდ ძაღლი ვარ, ჩვეულებრივი ძაღლი...

საყვარელო დედა! მაპატიე, რომ არასოდეს მითქვამს, თუ სად ვიყავი. მეგონა, რომ შენ ეს იცოდი.

დღეს მე ბედნიერი მოვკვდი. და სანამ სამუდამო ძილში გადავიდოდი, ხმა მომესმა, რომელიც მე მეძახდა - შენი ხმა, ეს იყო ყველაზე ტკბილი ხმა ჩემს ცხოვრებაში...

მშვიდობით... შენი ოთხფეხა მეგობარი, რომლის თავშესაფრიდან აყვანა ვერ მოასწარი".

ბლოგის ავტორი: ბერძენი ცხოველთა დამცველი ვალია არფანიდუ

ასევე იხილეთ:

"მე ძაღლი ვარ!"

"სად მიგყავარ ან რომ მიგყავარ ამდენ პატრონიან და ჯიშიან ძაღლებში შენც დაგცინებენ და მეც სასაცილოდ ამიგდებენო..."

"ძაღლები არასოდეს კვდებიან, მათ ჩვენს გულებში სძინავთ!"
xyz-s
ეჰ,ჩემი ოცნებაც ეგ არის რომ დედამიწაზე არ ყოს არცერთ უპატრონო ცხოველი. ახლა ზამთარი მოდის და მათი ყოფა ძალიან მადარდებს, ნეტავ ეგ ოცნება აგხდენოდეს ჩემო კეთილო ადამიანო! პატივისცემით, ფისო
xyz
გული დამეწვა და ვიტირე. ნეტავ მქონდეს საშუალება, თავშესაფარს გავხსნიდი და არც ერთ ძაღლს და კატას არ დავტოვებდი ქუჩაში. ყველას გავასუფთავებდი, ვუმკურნალებდი, გამოვკვებავდი, სითბოს, სიყვარულს და ალერსს არ მოვაკლებდი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?